Tag Archives: სემეკი

სემეკმა კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი უნდა დაიცვას

სემეკმა კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი უნდა დაიცვას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ ბალანსი უნდა დაიცვას, ადამიანის უფლებები იმის გამო არ უნდა დაირღვეს, რომ წინ ვიღაცის კომერციული ინტერესი დგას, განაცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გედევან ფოფხაძემ. იგი სამომხმარებლო ტარიფების შესაძლო გადახედვის საკითხს გამოეხმაურა. მიგვაჩნია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი უნდა დაიცვას. გვინდა, რიმ ეს ბალანსი დაცული იყოს. ჩვენი გამოსვლები მხოლოდ ამას ემსახურება და ...

Read More »
სემეკის წევრების შერჩევა ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად მოხდება

სემეკის წევრების შერჩევა ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად მოხდება

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი სემეკის წევრობის კანდიდატებს შეხვდა. პრეზიდენტის მრჩეველმა სემეკის ვაკანტურ თანამდებობაზე კომისიის წევრობის კანდიდატებს იმ პროცესებზე ესაუბრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიწყო და 3 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევას ითვალისწინებს. ენერგეტიკის  მარეგულირებელ კომისიაში 2 წევრის თანამდებობა უკვე ვაკანტურია, ხოლო მესამე წევრს ვადა 5 ოქტომბერს ეწურება „პროცესი არის აბსოლუტურად ღია და ყველას შეეძლო ნომინირებული ყოფილიყო სემეკის წევრობის კანდიდატად, თუცა ...

Read More »
ლარის დევალვაციამ ენერგეტიკის დარგს სერიოზული დარტყმა მიაყენა

ლარის დევალვაციამ ენერგეტიკის დარგს სერიოზული დარტყმა მიაყენა

კახა კალაძის განმარტებით, ლარის კურსის ცვლილების გამო შესაბამისი კომპანიები და თბოელექტროსადგურები დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია ტარიფების გაზრდა, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ამ საკითხზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს დ მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. “ტარიფებზე მუშაობს მარეგულირებელი კომისია და ალბათ მისი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუმცა ლარის დევალვაციამ ძალიან სერიოზული დარყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს. ამის გამო კომპანიები, თბოსადგურები ...

Read More »
სემეკმა მოქალაქეებს 77 929 ლარი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 77 929 ლარი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს ხანდაზმული დავალიანებების სახით 77 929 ლარი ჩამოაწერა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში იუწყებიან.   სემეკის ინფორმაციით, კომისიამ მოქალაქეებს სს “თელასის” მიმართ დაგროვილი ხანდაზმული დავალიანებები ჩამოაწერა, რომელთა ოდენობამ 77 929 ლარი შეადგინა. “კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ ...

Read More »
სემეკმა მოქალაქეებს 700 ათას ლარზე მეტი ჯარიმა ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 700 ათას ლარზე მეტი ჯარიმა ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 700 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, 2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შესული მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე განხილილული საკითხებიდან, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხული და კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 746 207.45 ლარი შეადგინა. მათ შორის, ხანდაზმული დავალიანებების ოდენობა 93,270,45 ლარით ...

Read More »
ტარიფის გაზრდის შემთხვევაში მთავრობა სუბსიდირების გადაწყვეტილებას მიიღებს

ტარიფის გაზრდის შემთხვევაში მთავრობა სუბსიდირების გადაწყვეტილებას მიიღებს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც „სემეკმა“ თბოელექტროსადგურების ტარიფებთან დაკავშირებით უნდა მიიღოს. კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იქნება, მთავრობა სუბსიდირების გადაწყვეტილებას მიიღებს. „თქვენ იცით, რომ თბოელექტრო სადგურებს განაცხადი გაკეთეული აქვთ. ამ მიმართულებით „სემეკი“ მუშაობს. ლარის გაუფასურებამ დიდი დარტყმა მიაყენა ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს. დაველოდოთ „სემეკის“ გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ მიმდინარეობს დათვლა და ალბათ უახლოეს მომავალში გვეცოდინება პასუხი. ...

Read More »
გაძვირდება თუ არა თბოსადგურების ენერგიაზე ფასი 7 ივლისს გახდება ცნობილი

გაძვირდება თუ არა თბოსადგურების ენერგიაზე ფასი 7 ივლისს გახდება ცნობილი

“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის”, შპს “მტკვარი ენერგეტიკისთვის” და შპს “ჯიფაუერისთვის” ტარიფის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 7 ივლისის სხდომაზე მიიღებს. როგორც სემეკში აცხადებენ, კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად 150 დღიანი ვადა აქვს, თბოსადგურების შემთხვევაში ბოლო ვადა სექტემბრის დასაწყისი იყო, თუმცა დეპარტამენტმა ამ საკითხებზე მუშაობა დროზე ადრე დაასრულა და პროექტს 7 ივლისს წარმოადგენს. თბოელექტროსადგურებმა ტარიფის გადახედვის თხოვნით სემეკს მას ...

Read More »
სემეკის 2014 წლის ანგარიში

სემეკის 2014 წლის ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, კომისიის მიერ რეგულირებად სექტორებში მოქმედი სუბიექტები, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულები. კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგეტიკის სექტორში “ქსელის წესებზე”, წამახალისებელ სატარიფო მეთოდოლოგიაზე, ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების ახალ წესზე. ...

Read More »
კომისიამ მოქალაქეებს დარიცხული ჯარიმები ჩამოაწერა

კომისიამ მოქალაქეებს დარიცხული ჯარიმები ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 16 ივნისის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. მათი უმრავლესობა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. კომისიამ მომხმარებლებს კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა. კერძოდ, ხანდაზმულად იქნა მიჩნეული სს „თელასის“ მიერ მოქალაქეებზე დარიცხული თანხები და მოქალაქე მ.ელისაშვილს ჩამოაწერა 1762,50 ლარი, მოქალაქე გ.ბულაშვილს – 3811.43 ლარი და მოქალაქე ე.ვაშალომიძეს – 2485.94ლარი. ასევე, ხანდაზმულად ...

Read More »
კომისიამ მოქალაქეებს დარიცხული ჯარიმები ჩამოაწერა

კომისიამ მოქალაქეებს 61 ათას ლარზე მეტი თანხა ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, 4 ივნისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. კომისიამ მოქალაქეებს კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე დარიცხული თანხები ჩამოწერა , რომელთა ნაწილი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულ დავალიანებად, ხოლო ნაწილი – უსაფუძვლო დარიცხვად. მთლიანობაში 4 ივნისის საჯარო სხდომაზე ჩამოწერილი თანხების საერთო რაოდენობამ შეადგინა 61 307. 09 ლარი. საჯარო სხდომაზე საკითხები განსახილველად წარმოადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების ...

Read More »