ტარიფის გაზრდის შემთხვევაში მთავრობა სუბსიდირების გადაწყვეტილებას მიიღებს

ტარიფის გაზრდის შემთხვევაში მთავრობა სუბსიდირების გადაწყვეტილებას მიიღებს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც „სემეკმა“ თბოელექტროსადგურების ტარიფებთან დაკავშირებით უნდა მიიღოს.
კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იქნება, მთავრობა სუბსიდირების გადაწყვეტილებას მიიღებს.

„თქვენ იცით, რომ თბოელექტრო სადგურებს განაცხადი გაკეთეული აქვთ. ამ მიმართულებით „სემეკი“ მუშაობს. ლარის გაუფასურებამ დიდი დარტყმა მიაყენა ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს. დაველოდოთ „სემეკის“ გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ მიმდინარეობს დათვლა და ალბათ უახლოეს მომავალში გვეცოდინება პასუხი. იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იქნება, მთავრობა შეიკრიბება და სუბსიდირების გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მოგეხსენებათ თბოსადგურებმა სემეკს ტარიფის კორექტირების მოთხოვნით მიმართეს. მათი განმარტებით აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი ლარის კურსის დევალვაციის პროცესია. კომპანიის მესვეურები ასევე იმედს გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ სემეკი გაზრდილ ტარიფს დაადგენს და მათ მიევემათ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცემათ.

Leave a Reply