ელექტროენერგია

რას მოხმარდა 2022 წელს “თელასისა” და “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინვესტიციები

გასულ წელს „თელასმა“ დაახლოებით, 52 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. როგორც სემეკის ანგარიშიდან ირკვევა კომპანიამ 16,8 მლნ ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტებისთვის დახარჯა. 33,3 მლნ კი ახალი აბონენტების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებს მოხმარდა. „2022 წლისათვის შესრულდა 6,093 ახალი მიერთების განაცხადი, ხოლო ახალი აბონენტების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 26,659 ათასი ლარი დღგ-ის გარეშე. გარდა ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის საკოორდინაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

პირველი ივლისს საქართველოს ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყების მზაობის საკითხი განიხილეს ბაზრის გახსნის საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელსაც ენერგეტიკის დარგის საჯარო და კერძო სექტორის, დონორი და საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, რომელმაც ბაზრის გახსნის წინარე ვითარება შეაფასა და მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული საქმიანობისთვის. მისი თქმით, ბირჟის საქმიანობა რამდენიმე წლის განმავლობაში ...

Read More »

თურქეთში ევროპის მასშტაბით უმსხვილესი, მზის ელექტროსადგური იხსნება

თურქეთში, კონიის პროვინციაში ევროპაში უმსხვილესი მზის ელექტროსადგური იხსნება.სადგურ „კარაპინარის“ სიმძლავრე 1350 მეგავატია და ის კომპანია Kalyon Energy-ს საკუთრებაა. როგორც კომპანიიდან სააგენტო „ანადოლუს“ აცნობეს, „კარაპინარი“ 20 მილიონ კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სამონტაჟო სამუშაოები კი 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს. სადგურის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ,  თურქეთში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 20 პროცენტით გაიზრდება.ელექტროსადგუტი 3 256 038 პანელისგან შედგება. პროექტს აქტიურ ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ბრიტანეთის ...

Read More »

სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N556 დადგენილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გამოცხადებული სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო ავცელებს. დაინტერესებული პირების მიერ საინიციატივო შეთავაზებების წარდგენა მოხდა დახურული კონვერტის სახით. წარმოდგენილ იქნა ათეულობით განაცხადი, რომელთაც სიმძლავრის აუქციონის კომისია ერთი თვის ...

Read More »

დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული თავდაცვის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანი ოფიცრების როლზე ქვეყნის უსაფრთხოებაში. ლექციის ფარგლებში იუნკერები გაეცნენ სახელმწიფო მართვის ძირითად პრინციპებს, საჯარო და კერძო დაწესებულებების ფუნქციებსა და როლს  ქვეყნის განვითარებაში. ...

Read More »

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის კომუნალური სერვისები იუსტიციის სახლის 117 ფილიალშია ხელმისაწვდომი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ კომუნალური მომსახურება და ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე – დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების აბონენტებად, გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა ...

Read More »

სოფელ სკურდიდში ჰესის მშენებლობის ნებართვას “გროს ენერჯი” 3-4 თვეში აიღებს

„გროს ენერჯი ჯგუფი“ აჭარის რაიონის სოფელ სკურდიდში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვას 3-4 თვეში აიღებს. როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, “სკურდიდი 3“  45 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგური იქნება, რომელიც წლიურად 10 მლნ კლვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჰესი სრულად „გროს ენერჯი ჯგუფის“ ინვესტიციით აშენდება. „ამ პროექტის სანებართვოდ დიდი ხანია შეტანილი გვქავს დოკუმენტაცია, მაგრამ მიწების გაფორმებაზე იყო პრობლემა, ვინაიდან საჯარო რეესტრის სისტემური რეგისტრაციის ...

Read More »

ახალდაბაში “ტაშისკარი ჰესის” მშენებლობა თვის ბოლოდან დაიწყება

ახალდაბაში თვის ბოლოდან “ტაშისკარი ჰესის” მშენებლობა დაიწყება. პროექტი Gross Energy Group-ს ეკუთვნის და კომპანია მასში 3.2 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ ირაკლი ტყებუჩავამ განუცხადა, ჰიდროელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 8.5 მლნ კვტ.სთ იქნება. „ტაშისკარი ჰესის მშენებლობის ნებართვა 27 დეკემბერს ავიღეთ. ეს იქნება 1,3 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადდგური, მოდინებაზე. ალბათ, ამ თვის ბოლოსთვის უშუალოდ მშენებლობის პროცესს დავიწყებთ,“-განმარტა ირაკლი ...

Read More »

გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს შეხვედრაზე ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის შესახებ ისაუბრა. „მოგეხსენებათ, 2014 წლიდან საქართველო ახორციელებს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციას ეროვნულ კანონმდებლობაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედებს ახალი კანონმდებლობა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მიმდინარეობს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმირება, რომლის მიზანიცაა ახალი, ...

Read More »

15 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დღეს,  სასტუმრო „ბილტმორში“   ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება, რომელსაც გახსნიან კონკურენციის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. კონფერენციას დაესწრებიან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები.  კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია მომხმარებლის უფლებების დაცვისა და აღსრულების ...

Read More »