ინფრასტრუქტურა

Nato-ს ქვეყნები 14-15 თებერვალს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კაბელებისა და მილსადენების დაცვას განიხილავენ

Nato-ს ქვეყნები 14-15 თებერვალს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კაბელებისა და მილსადენების დაცვას განიხილავენ. ამის შესახებ Nato-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „Nato ამაზე მრავალი წელია მუშაობს და ჩვენ ამ სამუშაოს ახალ საფეხურზე ავდივართ. მე გადავწყვიტე, შემექმნა ახალი საკოორდინაციო ჯგუფი Nato-ს შტაბ-ბინაში ჩვენი მოწყვლადობის შესამოწმებლად და ინდუსტრიასთან ურთიერთობისთვის. ეს გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას თავიდან ასაცილებლად და ეწინააღმდეგება კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის წყალქვეშა კაბელებს ...

Read More »

ლავროვი: აშშ აღიარებს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებებში მათი ხელი ურევია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატები „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენის აფეთქებაში დაადანაშაულა.  „ფაქტობრივად, ამერიკელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ აფეთქებებში, რომლებიც მოხდა „ჩრდილოეთ ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე, მათი ხელი ურევია, ახლა ამაზე სიამოვნებითაც კი საუბრობენ“, – განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის, აფეთქება მილსადენებზე გასული წლის 26 სექტემბერს მოხდა და გაზის გაჟონვა ერთდროულად 4 ადგილას დაიწყო. მომხდარზე გამოძიებას შვედეთი, დანია ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

ჯეიჰანიდან აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი ამ დრომდე ვერ ხერხდება

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ჯეიჰანის პორტიდან აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტს უამინდობაც აფერხებს, ვინაიდან ამ პირობებში შეუძლებელია ტერმინალის წყალქვეშა მონაკვეთის მდგომარეობის შემოწმება. კომპანია British Petroleum–ში (BP) განაცხადეს, რომ აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტის განახლების ვადები ჯერ არ არის დადგენილი. ჯეიჰანის პორტში შექმნილი ვითარების გამო კომპანიამ ხუთშაბათს, 9 თებერვალს, ფორს–მაჟორი გამოაცხადა. ინფორმირებული წყაროები ანონიმურობის პირობით აცხადებენ, რომ ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ტერმინალის გაშვება შეიძლება დაგეგმილზე ...

Read More »
სტიქიის მიუხედავად ხუდონჰესის მშენებლობა გაგრძელდება

ხუდოჰესი აშენების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა – მთავრობამ მოსახლეობის ინტერესი დააკმაყოფილა

ხუდოჰესის პროექტი, რომელიც უკვე 35 წელია გაყინულია, შეიძლება რეალურად განხორციელდეს. დიდი ჰესის აშენების გასაღები პრემიერის ახალ ინიციატივაში დევს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად მისაღები უნდა იყოს. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტი ისე უნდა აშენდეს, რომ სოფელი, ეკლესია და საფლავები აღარ დაიტბორება, წყალსაცავის ადგილმდებარეობა კი შეიცვლება. „ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. მოგეხსენებათ, ეს ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით, იქ გათვალისწინებული ...

Read More »

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ ნავთობის ექსპორტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით იწყებს

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ მიმდინარე თვეში კომპანია Tengizchevroil-ის რესურსებიდან ნავთობის ექსპორტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენით დაიწყებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული საგენტო Report ინდუსტრიის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თებერვალში მიწოდებამ შესაძლოა, 120 000 ტონას მიაღწიოს. აქტაუს ნავთობტერმინალის მფლობელ კომპანია Kaztransoil-ის პრესსამსახურში Report-ს განუცხადეს, რომ „2023 წლის თებერვალში Kaztransoil აქტაუს პორტში Tengizchevroil-ის კუთვნილი 120 000 ტონა ნავთობის ჩატვირთვას გეგმავს,“ თუმცა შემდგომ მარშრუტს კომპანია ...

Read More »

თურქეთმა ჯეიჰანის პორტის ტერმინალიდან ნავთობის მიწოდება განაახლა

თურქეთმა ჯეიჰანის პორტის ტერმინალიდან ნავთობის მიწოდება განაახლა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg პროცესებთან დაახლოებულ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. „თურქეთმა ჯეიჰანის პორტიდან ნავთობის მიწოდება სამშაბათს გვიან ღამით განაახლა“, – თქვა მან. ჯეიჰანის პორტმა, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრიდან 150 კილომეტრის დაშორებით ხმელთაშუა ზღვისა სანაპიროზე მდებარეობს, ოპერირება 6 თებერვალს შეაჩერა. კირკუკი–ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლითაც ერაყიდან მიდის ნავთობი პორტში და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენი მიწისძვრის შედეგად არ დაზიანებულა ...

Read More »
ნენსკრა ჰესს მწვანე შუქი აუნთეს, რიგში - ხუდონ ჰესია

ხაიშელების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ქვეყანას ხუდონჰესი შეემატება

,,ძველი სქემით იძირებოდა სოფელი თავისი ეკლესიებით და სასაფლაოთი, ახლა ეს გამოირიცხა, ახალი სქემით კაშხალი გადატანილია 6 კილომეტრით ზევით” ხუდონჰესის პროექტი ახალ სიცოცხლეს იძენს. მთავრობამ ,,ოქროს შუალედი” გამონახა. ჰესი აშენდება ისე, რომ ხაიში და მიმდებარე სოფლები არ დაიტბორება.  ენერგეტიკოსების ის ნაწილი, რომელმაც ანალოგიური სქემა წლების წინ წარუდგინა მთავრობას, პირდაპირ აცხადებს, რომ გამოსავალი მოიძებნა და პროექტი განხორციელდება ისე, რომ  ქვეყანას და ხალხსაც ...

Read More »

თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას კაშხლებისთვის პრობლემები არ შეუქმნია

თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას კაშხლებისთვის პრობლემები არ შეუქმნია. 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. მიწისძვრის ზონაში, ადანაში არსებული Seyhan-ისა და Çatalan-ის კაშხლებს არ აქვთ პრობლემები და არ არსებობს არც რაიმე რისკები ნაგებობების უსაფრთხოების კუთხით. ცნობისთვის, Seyhan-ის კაშხლის სიმაღლე 53 მ-ს შეადგენს, წყალსაცავის მოცულობა 750 მლნ კუბ.მ-ს, ხოლო სარკის ზედაპირის ფართობი 68 კვადრატულ კილომეტრს. Çatalan-ის კაშხლის სიმაღლე ...

Read More »

მიწისძვრების შედეგად, თურქეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზარალდა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა დღეს, 6 თებერვალს, რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზებისა და გაზსადენების მიმდინარე ვითარების შესახებ განაცხადა 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ განაცხადა, რომლის ეპიცენტრი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია კაჰრამანმარასში. „ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ძლიერ დაზიანდა. დაზიანებებია როგორც ელექტროგადამცემ ხაზებზე, ასევე გაზსადენებზე… ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარალი არის თურქოღლუს რეგიონში გაზსადენის დაზიანება, რომელიც მიწისძვრების ეპიცენტრთან ახლოსაა. ეს არის ბუნებრივი აირის ...

Read More »
„ენგურჰესი” ჩამქრალი ენერგოსისტემის აღდგენას შეძლებს

რატომ არ უშვებენ აფხაზი ჟურნალისტების ნაწილს ენგურჰესზე

აფხაზი ჟურნალისტების ნაწილმა, რომელთაც ენგურჰესის მონახულება სურდათ, ქართული მხარისგან შესაბამის აკრედიტაციაზე უარი მიიღო. ამის შესახებ აფხაზური „ტელეგრამ” არხები წერენ და ხაზს უსვამენ, რომ ადრე მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ და ასეთი უარი უცნაურია. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს ჟურნალისტები, სავარაუდოდ, არ აკმაყოფილებდნენ აკრედიტაციის პირობებს და ამის შესახებ თავადაც იციან. აფხაზური წყაროების ცნობით, უარი სულ 6-მა ჟურნალისტმა მიიღო. მათივე ცნობით, ...

Read More »