სემეკმა მოქალაქეებს ხანდაზმული დავალიანებების სახით 77 929 ლარი ჩამოაწერა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში იუწყებიან.
სემეკის ინფორმაციით, კომისიამ მოქალაქეებს სს “თელასის” მიმართ დაგროვილი ხანდაზმული დავალიანებები ჩამოაწერა, რომელთა ოდენობამ 77 929 ლარი შეადგინა.
“კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს, ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.