ალტერნატიული ენერგია

HELIOS ENERGY: წელს 10 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების დადგმას ვგეგმავთ

“მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც პანდემიის შემდეგ მზის პანელებზე ფასების კლებამაც შეუწყო ხელი,” – ამის შესახებ Helios Energy-ს დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განაცხადა. თორნიკე დარჯანიას თქმით, მოთხოვნა დიდია როგორც კერძო პირების, ასევე კომპანიების მხრიდან. “პანდემიის შემდეგ დაახლოებით 20-30%-ით გაიაფდა მზის პანელები, შესაბამისად დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს. ამასთან, გაიაფდა გადაზიდვებიც, ამიტომ დღეს მზის ელექტროსადგურები ინვესტიციისთვის ხელსაყრელია. შარშან 8 მეგავტი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები დავდგით ...

Read More »

„განახლებადი ენერგიების მიმართულებით ცნობიერებას ავამაღლებთ“ – Green Energy განათლების პროგრამას იწყებს

ენერგეტიკული კომპანია Green Energy ცნობიერების ამაღლებისა და განათლების პროგრამას იწყებს, სახელწოდებით – „გრინ ენერჯის განათლების პროგრამა“. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიაში განუცხადეს, პროგრამა 15 მაისიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახილება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და გარემოს დაცვის ნაწილში. „თვეში რამდენჯერმე ვაპირებთ სხვადასხვა სკოლებსა და უნივერსიტეტებში სხვადასხვა საინტერესო სპიკერების მიყვანას და საინტერესო ...

Read More »

წელს 6-7 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მონტაჟს ვგეგმავთ – GREEN ENERGY

კერძო სექტორის მხრიდან საქართველოში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. წინა წელს, მაგალითად, ბუმი იყო და ჩვენმა კოპანიამ 4 მეგავატამდე სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა ჯამურად, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ენერგეტიკული კომპანია Green Energy-ს დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა. მისივე თქმით, კოპანია წელს 6-7 მეგავატი სიმძლავრის პროექტების მონტაჟს გეგმავს. „საკმაოდ აქტიური წელი დავიწყეთ. მართალია, 2023 წლის პირველი კვარტალი შედარებით პასიური იყო, რაც ...

Read More »

CFD აუქციონის სამივე ტიპის ელექტროსადგურებისთვის მედიანური ტარიფები განისაზღვრა

ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი მექანიზმის CFD აუქციონის კომისიამ სამივე ტიპის ელექტროსადგურებისთვის მედიანური ტარიფები განისაზღვრა. ეკონომიკის სამინისტროში “ბიზნესი რუსთავი 2-ს” განუცხადეს, ტარიფი ჰიდროელექტროსადგურებისთვის – 6,85 ცენტით, ქარის ელექტროსადგურებისთვის – 6,82 ცენტით, მზის ელექტროსადგურებისთვის – 6,37 ცენტით განისაზღვრა. საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში პოზიტიურად აფასებენ ფაქტს, რომ ტარიფი 6 ცენტზე მაღალი იქნება. საინტერესოა ისიც, რომ ფასი ყველაზე მაღალია ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში, ყველაზე დაბალი კი ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქარის და მზის ელექტროსადგურებს ააშენებს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი სოფელ ნიგოზაში 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, პროექტი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდება.   „როგორც მოგეხსენებათ, თავის დროზე გორის ქარის ელექტროსადგურიც ენერგეტიკის განვითარების ფონდის აშენებულია. მის   მსგავსად, ახალი ქარის   ელექტროსადგურიც, რომელიც ნიგოზაში განთავსდება, ძალიან შთამბეჭდავი იქნება.“-განმატა ჯაბა ხმალაძემ.   კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ენერგეტიკის განვითარების ფონდი მუშაობს, 100 მეგავატი სიმძლავრის მზის ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე: ჩვენ ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიების სექტორის დივერსიფიცირებას

„ჩვენ ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორში დივერსიფიკაციის პროცესს და ამ მიმართულებით, ვნერგავთ ახალ რეგულაციას. კერძოდ, სრულდება მუშაობა ევროკავშირის განახლებული დირექტივის დანერგვაზე, რომელიც განსაზღვრავს განახლებადი ენერგიის სექტორის ფუნქციონირებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალი და ბაზარზე ორიენტირებული მხარდაჭერის სქემების დანერგვას, აგრეთვე ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და ბიომასის წახალისებას. გარდა ამისა, განახლებული კანონმდებლობა მეტ შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, თავად განავითარონ განახლებადი ენერგია საკუთარი მოხმარებისთვის,“ – განაცხადა ეკონომიკისა ...

Read More »

ჰესების ქონების გადასახადის დეცენტრალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვები საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება

„განახლებადი ენერგიების ასოციაციის“ ინფორმაციით, ჰიდრო ელექტროსადგურების  ქონების გადასახადის დეცენტრალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვები საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება. დოკუმენტი უკვე მზადაა და სხვა უწყებებთან ერთად,  ფინანსთა სამინისტროსთანაც შეთანხმებულია.  კანონპროექტის  თანახმად, ჰიდრო ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შევა. „ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით, გადავლახეთ მთავარი ბარიერი, რომელიც იყო ფინანსთა სამინისტრო და რომელიც ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდა. უწყება  საგადასახადო პოლიტიკიდან ...

Read More »

წყალბადის ველების როლი მომავლის ენერგეტიკაში და საქართველოს პერსპექტივები

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების კლიმატურმა ამბიციებმა, გამოიყენონ მხოლოდ ნახშირბადის დაბალი ემისიის მქონე ენერგორესურსები, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიო ენერგეტიკაზე, აიძულა ქვეყნები კვლავ მიემართათ დედამიწაზე ყველაზე მსუბუქი და გავრცელებული ელემენტისთვის – წყალბადისთვის. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, წყალბადს, რომელსაც ორაწლიანი გამოყენების ისტორია აქვს, საბოლოოდ წარმატების შანსი სწორედ მისი ეკოლოგიური სისუფთავის გამო აქვს. წყალბადს გააჩნია 2,5-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ბუნებრივ აირსა ...

Read More »

რა არის განახლებადი ენერგია, რატომ არის იგი მნიშვნელოვანი

300 წლის წინ შეშა ქვანახშირმა ჩაანაცვლა, რამაც ადამიანებს ენერგიის წარმოების სრულიად ახალი შესაძლებლობები და მასშტაბები მისცა. შემდეგი ნაბიჯი, რომელმაც მსოფლიოში რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია, ელექტროენერგიის აღმოჩენა იყო. მე-19 საუკუნის ამ მიგნებამ მეცნიერებს ელ. ენერგიის გამომუშავების უამრავი მეთოდის აღმოჩენისკენ უბიძგა. ელ. ენერგიას საუკუნეზე მეტია სხვადასხვა წყაროებიდან ვიღებთ, თუმცა მათი დაყოფა ორ განსხვავებულ კატეგორიადაა შესაძლებელი: განახლებად და არაგანხლებად ენერგიის წყაროებად. 1. არაგანახლებადი ენერგია ...

Read More »

ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი მზის ენერგიით მომარაგდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსისის სახურავზე მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა, რომლის სიმძლავრე 200 კვტ-ია, – ინფორმაციას HELIOS ENERGY ავრცელებს. კომპანიის ცნობით, გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად დაფარავს მე-8 კორპუსის მოხმარებას, რომელშიც ენერგეტიკის ფაკულტეტია განთავსებული. მათივე ინფორმაციით, ჭარბი გამომუშავება გადადინდება და მოხმარდება უნივერსიტეტის სხვა კორპუსებსაც, რაც ყოველწლიურად 65 000 ლარამდე დანაზოგს მისცემს უნივერსიტეტს, ხოლო ბუნებაში 103 ტონით ნაკლებ CO-ს გამოფრქვევა მოხდება. პროექტი ლიეტუვის გარემოს ...

Read More »