საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 16 ივნისის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. მათი უმრავლესობა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. კომისიამ მომხმარებლებს კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა.
კერძოდ, ხანდაზმულად იქნა მიჩნეული სს „თელასის“ მიერ მოქალაქეებზე დარიცხული თანხები და მოქალაქე მ.ელისაშვილს ჩამოაწერა 1762,50 ლარი, მოქალაქე გ.ბულაშვილს – 3811.43 ლარი და მოქალაქე ე.ვაშალომიძეს – 2485.94ლარი. ასევე, ხანდაზმულად იქნა მიჩნეული სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მოქალაქე მ.ხვთისიაშვილზე დარიცხული 398.84 ლარი. ხოლო მოქალაქე ვ.მაჭარაძეს ჩამოეწერა შპს „ვარკეთილაირის“ მიერ დარიცხული კომისიის მიერ ხანდაზმულად მიჩნეული 2400 ლარი.
კომისიამ განიხილა მოქალაქეებსა და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის არსებული დავები და მოქალაქე ა.მიჩილაშვილს ჩამოეწერა 90.33 ლარი, მოქალაქე გ.ჩილინგაროვს – 24.63 ლარი, მოქალაქე ი.ჭყოიძეს – 94.43 ლარი, ხოლო მოქალაქე გ.ბერიას – 107,49 ლარი. გარდა ამისა, აღნიშნულ მოქალაქეებთან დაკავშირებით გაუქმდა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დადგენილებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ და კომპანიას დაევალა მათთვის მრიცხველების შეცვლა საკუთარი ხარჯებით. მოქალაქე ხ.ებრალიძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალაში დარჩა დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, მოქალაქეს ჩამოეწერა დარიცხული 211.80 ლარი, ხოლო შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ დაევალა მისი მრიცხველის შეცვლა საკუთარი ხარჯით. მოქალაქე შ.ხუციშვილს ჩამოეწერა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ დარიცხული 108.39 ლარი, ხოლო მოქალაქე ვ.იმნაძეს – 192,36 ლარი. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ დაევალა მოქალაქე რ.აღნიაშვილისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა საკუთარი ხარჯით, მოქალაქე ე.საკნელაშვილ-გვენცაძეს ჩამოეწერა 205,43 ლარი და კომპანიას დაევალა მისთვის აღრიცხვის კვანძის მოწობა საკუთარი ხარჯით, რაც შეეხება მოქალაქე თ.დალალიშვილს, გაუქმდა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გამოტანილი დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. არ დაკმაყოფილდა ზ.აბაშმაძის საჩივარი ამავე კომპანიის მიმართ.
კომისიამ განიხილა დავა მოქალაქე ვ.გაფრინდაშვილსა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის და მოქალაქეს კომპანიის მიერ დარიცხული 62,29 ლარი ჩამოაწერა. კომისიამ ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს „ჯორჯიან ექსპორტ გრუპზე“ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დარიცხული 5715.36 ლარი და შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საქმის წარმოება.
რაც შეეხება დავას მოქალაქე შ.კოკორაშვილსა და შპს ‘ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის, კომპანიას დაევალა 10 კალენდარული დღის ვადაში მოახდინოს გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთების საფასურის კორექტირება, რაც ითვალისწინებს მიერთების საფასურის 200 ლარამდე შემცირებას.
დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. საკითხი შეეხება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომსახურების არეალის გაფართოებას. წინადადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2015 წლის 2 ივლისი, ხოლო აქტის გამოცემის ვადად 29 ივლისი.
ასევე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის #30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. საკითხი შეეხება სს „საქორგგაზისთვის“ ტარიფის დადგენის საკითხს. წინადადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 5 ივლისი, ხოლო აქტის გამოცემის ვადად – 31 ივლისი.
დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განსახილველ განცხადებებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის თაობაზე. წინადადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 3 სექტემბერი, ხოლო აქტის გამოცემის ბოლო ვადად 9 სექტემბერი.