კომისიამ მოქალაქეებს დარიცხული ჯარიმები ჩამოაწერა

კომისიამ მოქალაქეებს 61 ათას ლარზე მეტი თანხა ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, 4 ივნისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა.

კომისიამ მოქალაქეებს კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე დარიცხული თანხები ჩამოწერა , რომელთა ნაწილი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულ დავალიანებად, ხოლო ნაწილი – უსაფუძვლო დარიცხვად. მთლიანობაში 4 ივნისის საჯარო სხდომაზე ჩამოწერილი თანხების საერთო რაოდენობამ შეადგინა 61 307. 09 ლარი.

საჯარო სხდომაზე საკითხები განსახილველად წარმოადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებმა.

 

Leave a Reply