სემეკის წევრების შერჩევა ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად მოხდება

სემეკის წევრების შერჩევა ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად მოხდება

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი სემეკის წევრობის კანდიდატებს შეხვდა. პრეზიდენტის მრჩეველმა სემეკის ვაკანტურ თანამდებობაზე კომისიის წევრობის კანდიდატებს იმ პროცესებზე ესაუბრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიწყო და 3 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევას ითვალისწინებს. ენერგეტიკის  მარეგულირებელ კომისიაში 2 წევრის თანამდებობა უკვე ვაკანტურია, ხოლო მესამე წევრს ვადა 5 ოქტომბერს ეწურება

„პროცესი არის აბსოლუტურად ღია და ყველას შეეძლო ნომინირებული ყოფილიყო სემეკის წევრობის კანდიდატად, თუცა ამავდროულად გადაწყვეტილება, რომელსაც პრეზიდენტი მიიღებს, განპირობებული იქნება ექსპერტებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით. გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატების რაოდენობა არის უპრეცენდენტოდ მაღალი, პროცესი გრძელდება, ასევე, გრძელდება კონსულტაციები ექსპერტებთან და ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით, მატ მოსაზრებებს.“-განაცხადა პრეზიდენტის ეკონომიკიურმა მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა.

Leave a Reply