Tag Archives: #ოპეკი

OPEC აპირებს ნავთობის ფასის შენარჩუნებას 70 დოლარის ფარგლებში ბარელზე

OPEC და მისი პარტნიორები აპირებენ შეინარჩუნონ ნავთობის ფასი 70 დოლარის ფარგლებში ბარელზე, ერაყის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბბარის განაცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”ოპეკი და მისი მოკავშირეები მუშაობენ იმაზე, რომ შეინარჩუნონ ნავთობის ფასი, რომელიც ახლოსაა  70 დოლართან ბარელზე” – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ორგანიზაცია მალე განიხილავს მსოფლიო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას. ამავე დროს ერაყი იმედოვნებს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარზე ...

Read More »

OPEC-ის ქვეყნები შიშობენ, რომ ნავთობის ბაზარს არეულობა ელის

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში (OPEC) ვარაუდობენ, რომ გაზთან დაკავშირებული გლობალური კრიზისის ფონზე, ნავთობის ბაზარზე არეულობაა მოსალოდნელი. ერაყი ელოდება ნავთობზე უფრო მაღალ მოთხოვნას, რადგან გაზის დეფიციტი აიძულებს მომხმარებლებს მოძებნონ ალტერნატიული საწვავი, – ამის შესახებ ერაყის ნავთობის მინისტრმა, იჰსან აბდულ ჯაბარმა განაცხადა. ნიგერიის სახელმწიფო ნავთობის ფირმის ხელმძღვანელმა, მელე კიარიმ იწინასწარმეტყველა, რომ ნავთობზე მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს 1 მილიონი ბარელით დღეში, ხოლო მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ...

Read More »

აზერბაიჯანი მხარს უჭერს მსოფლიო სანავთობო ბაზრის სტაბილიზაციის ზომებს “OPEC +”-ის გარიგების ფარგლებში

აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ “OPEC +”-ის თანამშრომლობის ფორმატი ეფექტურია და გეგმავს მომავალში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა გარიგებაში მონაწილე ქვეყნებს შორის კონსულტაციების პროცესში, ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, პიარვიზ შაჰბაზოვის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „მინდა აღვნიშნო, რომ “‘OPEC +”-ის ფორმატის შექმნის ინიციატივა პირველად წამოაყენა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2016 წლის იანვარში დავოსის ფორუმზე. “OPEC +”-ის ფარგლებში თანამშრომლობას დღესაც მნიშვნელოვანი მნიშვნელობა გააჩნია, განსაკუთრებით COVID-19 ...

Read More »

OPEC-მა 2021 წლის ნავთობის მოპოვების ზრდის პროგნოზი შეინარჩუნა

ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდა 2021 წელს დღეში 6 მილიონი ბარელი იქნება. მოხსენების თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ნავთობზე მოთხოვნა სტაბილური იყო მოსახლეობის მზარდი მობილობის ფონზე, განსაკუთრებით OECD ქვეყნებში. ამავდროულად, წლის მეორე ნახევარში ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი შემცირდა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების და, კერძოდ, დელტას შტამის გამო. OPEC-ის პროგნოზით, 2022 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის ზრდა  4.2 მილიონი ბარელი იქნება, რაც 0.9 მილიონი ბარელით აღემატება აგვისტოს ...

Read More »

ოპეკი: ნავთობის მრეწველობა უნდა გახდეს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ნაწილი

ნავთობის ინდუსტრია ფლობს აუცილებელ ტექნოლოგიებს მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შესანარჩუნებლად და უნდა იყოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ნაწილი. აღნიშნული ნათქვამია ოპეკის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა ენერგეტიკის, კლიმატისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე, მინისტრების დონეზე გამართული მრგვალი მაგიდის შემდეგ. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ენერგიის ყველა წყაროსა და ყველა არსებული ტექნოლოგიის გამოყენების აუცილებლობას, როგორიცაა ნახშირბადის ჩაჭერა და შენახვა, ასევე წრიული ეკონომიკის ხელშეწყობა, ...

Read More »

OPEC+ დღიური ნავთობმოპოვების პროგნოზს ზრდის

OPEC+ მომავალი წლის ნავთობმოპოვების მოთხოვნაზე პროგნოზს გადახედა. ჯგუფის ექსპერტებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე გაზარდეს. OPEC+ მოელის, რომ მიმდინარე წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა დღეში 5.95 მლნ ბარელამდე გაიზრდება. ეს მაშინ, როცა 2020 წელს, კოვიდპანდემიის გამო, დღიური ნავთობმოპოვება 9 მილიონ ბარელამდე შემცირდა. პროგნოზის გაზრდის მთავარი არგუმენტი Brent მარკის ნავთობის მაღალი ფასია, რაც ბარელზე 72 დოლარზე ...

Read More »

OPEC+ განიხილავს ნავთობის გარიგების კურსის შენარჩუნების შესაძლებლობას

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, პირველ სექტემბერს  OPEC + – ის ქვეყნები გამართავენ შეხვედრების სერიას, სადაც განიხილავენ შეინარჩუნებენ თუ არა შეთანხმების მიმდინარე კურსს ნავთობის მოპოვების თანდათანობითი გაზრდისთვის ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით. ბოლო შეხვედრაზე, OPEC + -ის წევრებმა გადაწყვიტეს თანდათან გაზარდონ ნავთობის მოპოვება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით. ეს ნიშნავს, რომ უკვე სექტემბერში, OPEC + – დან ნავთობის მოპოვება შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ საბოლოო ...

Read More »

OPEC+-ის შეხვედრა იქნება უფრო დიდი შოკი იქნება სანავთობო ბაზრისთვის, ვიდრე ქარიშხალი “იდა”

ქარიშხალი “იდას” გამო, მექსიკის ყურეში ნავთობის წარმოება 28 აგვისტოს მდგომარეობით 91%-ით შემცირდა. გარდა ამისა, გაზის წარმოება 85%-ით არის შემცირებული. ყურეში მოქმედი კომპანიები იძულებულნი გახდნენ 279 საწარმოო პლატფორმიდან პერსონალის ევაკუაცია განეხორციელებინათ. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ფასების ჩამოყალიბებაზე აღნიშნული დიდ გავლენას არ მოახდენს: “ამ მოცულობას არ შეიძლება ვუწოდოთ მნიშვნელოვანი მსოფლიო მოხმარებისთვის. გარდა ამისა, ქარიშხალი არის მოკლევადიანი ფაქტორი, რომელიც ზრდის ფასებს” – აცხადებენ ისინი. გაცილებით ...

Read More »

OPEC+-მა შესაძლოა უარი თქვას ნავთობის მოპოვების გაზრდაზე COVID-19– ის გამო

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC + – მა შესაძლოა შეცვალოს გარიგების პირობები 1 სექტემბერს და უარი თქვას ნავთობის მოპოვების ზრდაზე. ნავთობის მოპოვების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილე OPEC + ქვეყნებს შეუძლიათ გადახედონ გარიგების ამჟამინდელ პირობებს 1 სექტემბერს და უარი თქვან მოპოვების წინასწარ შეთანხმებულ მომდევნო რამდენიმე თვეში 400 ათასი ბარელით დღე/ღამეში. ამის შესახებ ქუვეითის ნავთობისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა მუჰამედ აბდელ ლატიფ ალ-ფარესმა ...

Read More »

OPEC-მა აზერბაიჯანული ნავთობის წარმოების პროგნოზი გაზარდა

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC)  აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა თხევადი ნახშირწყალბადების საშუალო დღიური წარმოების პროგნოზი 0.04 მილიონი ბარელით გაიზარდა და დღიური წარმოების ზღვარმა 0.73 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 0.05 მილიონი ბარელით მეტია, გასულ წელს დაფიქსირებული წარმოების მაჩვენებელზე. ამის შესახებ ორგანიზაციის აგვისტოს მოხსენებაშია ნათქვამი. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში თხევადი ნახშირწყალბადების წარმოება 0.05 მილიონი ბარელით შემცირდა და 0.59 მილიონი ბარელი შეადგინა დღეში. წარმოების მოცულობა აპრილში, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება. წელს აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა ...

Read More »