OPEC-მა აზერბაიჯანული ნავთობის წარმოების პროგნოზი გაზარდა

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC)  აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა თხევადი ნახშირწყალბადების საშუალო დღიური წარმოების პროგნოზი 0.04 მილიონი ბარელით გაიზარდა და დღიური წარმოების ზღვარმა 0.73 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 0.05 მილიონი ბარელით მეტია, გასულ წელს დაფიქსირებული წარმოების მაჩვენებელზე. ამის შესახებ ორგანიზაციის აგვისტოს მოხსენებაშია ნათქვამი.

საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში თხევადი ნახშირწყალბადების წარმოება 0.05 მილიონი ბარელით შემცირდა და 0.59 მილიონი ბარელი შეადგინა დღეში. წარმოების მოცულობა აპრილში, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება.

წელს აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა თხევადი ნახშირწყალბადების ყოველდღიური წარმოება 750 000 ბარელამდეა განსაზღვრული.

წყარო: report

Leave a Reply