OPEC+ განიხილავს ნავთობის გარიგების კურსის შენარჩუნების შესაძლებლობას

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, პირველ სექტემბერს  OPEC + – ის ქვეყნები გამართავენ შეხვედრების სერიას, სადაც განიხილავენ შეინარჩუნებენ თუ არა შეთანხმების მიმდინარე კურსს ნავთობის მოპოვების თანდათანობითი გაზრდისთვის ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით.

ბოლო შეხვედრაზე, OPEC + -ის წევრებმა გადაწყვიტეს თანდათან გაზარდონ ნავთობის მოპოვება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით. ეს ნიშნავს, რომ უკვე სექტემბერში, OPEC + – დან ნავთობის მოპოვება შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება 1 სექტემბერს მიიღება აგვისტოში მომხდარი მოვლენების შეფასების საფუძველზე.

OPEC +– მა შეამცირა თავისი მოპოვება დღე/ღამეში 9.7 მილიონი ბარელით გასული წლის მაისიდან, კოროვირუსული პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო.

Leave a Reply