OPEC+-ის შეხვედრა იქნება უფრო დიდი შოკი იქნება სანავთობო ბაზრისთვის, ვიდრე ქარიშხალი “იდა”

ქარიშხალი “იდას” გამო, მექსიკის ყურეში ნავთობის წარმოება 28 აგვისტოს მდგომარეობით 91%-ით შემცირდა.

გარდა ამისა, გაზის წარმოება 85%-ით არის შემცირებული.

ყურეში მოქმედი კომპანიები იძულებულნი გახდნენ 279 საწარმოო პლატფორმიდან პერსონალის ევაკუაცია განეხორციელებინათ.

თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ფასების ჩამოყალიბებაზე აღნიშნული დიდ გავლენას არ მოახდენს: “ამ მოცულობას არ შეიძლება ვუწოდოთ მნიშვნელოვანი მსოფლიო მოხმარებისთვის. გარდა ამისა, ქარიშხალი არის მოკლევადიანი ფაქტორი, რომელიც ზრდის ფასებს” – აცხადებენ ისინი.

გაცილებით დიდ ზეგავლენას ფასების ცვლილევაზე, მათი აზრით, OPEC+-ის შეხვედრა მოახდენს.

OPEC +-ის წევრი ქვეყნები გარიგების ამჟამინდელ პირობებს  1 სექტემბერს გადახედავენ. ააღნიშNულის შესახებ ქუვეითის ნავთობისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა, მუჰამედ აბდელ ლატიფ ალ-ფარესმა Reuters-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ცნობილია, მხარეებმა, შესაძლოა, უარი თქვან წინა შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებაზე და ნავთობის გლობალური წარმოების დღიური 400 ათასი ბარელით გაზრდაზე, რადგან პანდემია განაგრძობს მოთხოვნაზე წნეხის განხორციელებას. ”თუ კარტელი მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას, აღნიშნული მოკლევადიან პერსპექტივაში გამოიწვევს კოტირების გაზრდას ბარელზე 74-78 დოლარის ფარგლებში” –  პროგნოზირებენ ანალიტიკოსები.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply