ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდა 2021 წელს დღეში 6 მილიონი ბარელი იქნება.
მოხსენების თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ნავთობზე მოთხოვნა სტაბილური იყო მოსახლეობის მზარდი მობილობის ფონზე, განსაკუთრებით OECD ქვეყნებში. ამავდროულად, წლის მეორე ნახევარში ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი შემცირდა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების და, კერძოდ, დელტას შტამის გამო.
OPEC-ის პროგნოზით, 2022 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის ზრდა 4.2 მილიონი ბარელი იქნება, რაც 0.9 მილიონი ბარელით აღემატება აგვისტოს ანგარიშის შეფასებას.
2022 წელს ნავთობზე მთლიანი მოთხოვნა მიაღწევს 100,8 მილიონ ბარელს, რაც პანდემიამდელ მაჩვენებლზე მაღალია.
წყარო: report