აზერბაიჯანი მხარს უჭერს მსოფლიო სანავთობო ბაზრის სტაბილიზაციის ზომებს “OPEC +”-ის გარიგების ფარგლებში

აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ “OPEC +”-ის თანამშრომლობის ფორმატი ეფექტურია და გეგმავს მომავალში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა გარიგებაში მონაწილე ქვეყნებს შორის კონსულტაციების პროცესში, ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, პიარვიზ შაჰბაზოვის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„მინდა აღვნიშნო, რომ “‘OPEC +”-ის ფორმატის შექმნის ინიციატივა პირველად წამოაყენა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2016 წლის იანვარში დავოსის ფორუმზე. “OPEC +”-ის ფარგლებში თანამშრომლობას დღესაც მნიშვნელოვანი მნიშვნელობა გააჩნია, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის გავლენის გაგრძელების კონტექსტში, ”-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, “”OPEC +”-ის ფორმატში თანამშრომლობა ემსახურება არა მხოლოდ ნავთობის მწარმოებლებისა და ექსპორტიორების ინტერესებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს დეკლარაციას, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ბალანსის უზრუნველყოფაში”.

”OPEC +”-ის ფარგლებში თანამშრომლობის წყალობით უზრუნველყოფილ იქნა მსოფლიო ბაზარზე გარკვეული ბალანსი და ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვის ფასების შედარებით მისაღები ოდენობბა,”-აღნიშნა მან.

შაჰბაზოვმა დაამატა, რომ აზერბაიჯანი აქტიურად იღებს მონაწილეობს ამ ფორმატის მუშაობაში. აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ნავთობის ყოველდღიური მოპოვების სამ ეტაპად შემცირების შესახებ “თანამშრომლობის დეკლარაციას”, რომელიც მიიღეს 2020 წლის 12 აპრილს ოპეკის ქვეყნების და ოპეკის არაწევრი ქვეყნების მინისტრთა მეათე შეხვედრაზე.

“ვფიქრობ, რომ “OPEC +”-ის ფორმატში გადადგმული გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების სისწორე ეჭვს არ იწვევს. აზერბაიჯანი მხარს უჭერს ნავთობის მსოფლიო ბაზრის სტაბილიზაციის ზომებს, არის აქტიური მონაწილე და მომავალში გეგმავს ასევე აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საკონსულტაციო პროცესში, რათა მიაღწიოს კონსენსუსს “OPEC +”-ის ქვეყნებს შორის, ” – განაცხადა მინისტრმა.

Leave a Reply