ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში (OPEC) ვარაუდობენ, რომ გაზთან დაკავშირებული გლობალური კრიზისის ფონზე, ნავთობის ბაზარზე არეულობაა მოსალოდნელი.
ერაყი ელოდება ნავთობზე უფრო მაღალ მოთხოვნას, რადგან გაზის დეფიციტი აიძულებს მომხმარებლებს მოძებნონ ალტერნატიული საწვავი, – ამის შესახებ ერაყის ნავთობის მინისტრმა, იჰსან აბდულ ჯაბარმა განაცხადა.
ნიგერიის სახელმწიფო ნავთობის ფირმის ხელმძღვანელმა, მელე კიარიმ იწინასწარმეტყველა, რომ ნავთობზე მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს 1 მილიონი ბარელით დღეში, ხოლო მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პოტენციურად ფასები მოიმატებს ბარელზე 10 დოლარით.
წყარო: report