ნავთობის ინდუსტრია ფლობს აუცილებელ ტექნოლოგიებს მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შესანარჩუნებლად და უნდა იყოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ნაწილი.
აღნიშნული ნათქვამია ოპეკის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა ენერგეტიკის, კლიმატისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე, მინისტრების დონეზე გამართული მრგვალი მაგიდის შემდეგ.
გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ენერგიის ყველა წყაროსა და ყველა არსებული ტექნოლოგიის გამოყენების აუცილებლობას, როგორიცაა ნახშირბადის ჩაჭერა და შენახვა, ასევე წრიული ეკონომიკის ხელშეწყობა, გაეროს მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზნის მისაღწევად – “ყველასთვის ხელმისაწვდომი, საიმედო, მდგრადი და თანამედროვე ენერგიის წყაროები”; და ემისიების შემცირება.
მრგვალ მაგიდაზე ასევე განიხილეს საუდის არაბეთის მიერ წარმოდგენილი “საუდის მწვანე ინიციატივა” და შოტლანდიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მოახლოებული 26-ე კონფერენცია.
ნინო სამადაშვილი