Tag Archives: #ენერგეტიკა

დავით ნარმანია: თუ ელექტროენერგიის იმპორტი გაგვეზარდა, ბუნებრივია, ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი იმპორტი გაიზრდება, გაუარესებული კურსის პირობებში, ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს. „ამ ეტაპზე, რაიმე სახის გადაანგარიშებები ელექტროენერგიის ნაწილში მოსალოდნელი არ არის, რადგან შედარებით ახალი დადგენილია ელექტროენერგიის ტარიფი. გარდა ამისა, ამ გაზაფხულზე გვაქვს კარგი ჰიდროლოგია საქართველოში არსებული უხვი ნალექებიდან გამომდინარე. ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და ნორდ პულ აკადემიას შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და ნორდ პულ აკადემიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის ექსკლუზიური პირობებით თანამშრომლობას. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ნორდ პულ აკადემიის მიერ დაგეგმილ სტანდარტულ კურსებში განსხვავებულ ფასად. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, სენბის წევრთა სურვილის შემთხვევაში, დაიგეგმოს და დაორგანიზდეს, სტანდარტულისგან განსხვავებული, ექსკლუზიური ტრენინგ კურსი, რომელიც სრულად მოერგება წევრთა ინტერესსა და მოთხოვნებს. შეგახსენებთ, რომ ნორდ პულ ...

Read More »

ედიშერ ხორავა: „თბილისი ენერჯიმ“ 25 მილიონით იზარალა, რაც საფრთხეს უქმნიდა კომპანიის საქმიანობასა და თბილისის უწყვეტ გაზმომარაგებას

კომპანიამ 25 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, ცხადია ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს საფრთხეს უქმნის „თბილისი ენერჯის“ ფუნქციონირებას, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „თბილისი ენერჯის“ კომერციული მიმართულების დირექტორმა, ედიშერ ხორავამ განუცხადა. „ასევე პრობლემა ექმნება დედაქალაქის გაზმომარაგებას, უსაფრთხო და უწყვეტ რეჟიმში. სწორედ დღეს განხორციელდა ეს გადათვლა და მოხდა ტარიფის მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან“, – აღნიშნა ხორავამ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 ...

Read More »

ზურაბ ჯაფარიძე: “ამ საგიჟეთში 800 მილიონით გარისკვა, ხელშეკრულებაში გარანტიებს უნდა ნიშნავდეს”

“ნამახვანის” ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძე საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “როცა ადამიანებს არ ესმით რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ნებისმიერი რესურსი თავისუფლად იცვლიდეს მფლობელს და გადადიოდეს ნაკლებად ეფექტური მფლობელისგან უფრო ეფექტური მფლობელის ხელში, განურჩევლად მოქალაქეობისა, ეთნიკური წარმომავლობისა თუ თვალის ფერისა და როცა ამ ადამიანებისგან მომავალი პოლიტიკური დაკვეთით ქვეყნის კონსტიტუციაში იწერება, რომ დაუშვებელია მიწის მიყიდვა უცხოელზე – უცხოელი ინვესტორი, ...

Read More »

“სემეკი კომპანიების და მომხმარებლების ინტერესებს თანაბრად იცავს, შესაბამისად მისი მოვალეობა დაბალანსებული ტარიფების დადგენაა”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 27 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა და 1 კუბური მეტრი ცისფერი აირის ფასი პირველი ივნისიდან 54 თეთრი იქნება. ეკონომისტი ანდრია გვიდიანი გაზის ტარიფის ზრდას გარდაუვალ ნაბიჯად მიიჩნევს და ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ლარის კურსის ცვლილებით ხსნის. გვიდიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ბოლოს დადგინდა ბუნებრივი გაზის ტარიფი (2019 წლის 31 დეკემბერი), ...

Read More »
აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

„თბილისი ენერჯი“: გაზს 34 თეთრად ვყიდულობთ და 26 თეთრად ვყიდით

„თბილისი ენერჯი“ გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის – გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე თვეა “თბილისი ენერჯი” ითხოვდა მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას, რაც ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს როგორც მოსახლეობას, ისე კომპანიას. „გვინდა განვმარტოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ვალუტის კურსის გამო, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს. ...

Read More »

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათთან რჩებიან

“რიონის ხეობის მცველები” რჩებიან გუმათთან აღმართულ რკინის ჯებირებთან. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ჯებირებს ხელებს ურტყამდნენ და პროტესტს ასე გამოხატავდნენ. ჯებირების მეორე მხარეს სამართალდამცავები იმყოფებიან. ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა. აქციის მონაწილეები აპირებენ რიონის ხეობისკენ მიმავალი გზები გადაკეტონ და გადაადგილების საშუალება არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ ავტომანქანებს.

Read More »

“„ნამახვანჰესის“ ტიპის პროექტების გაჩერება და დაბლოკვა ერთადერთი ჩვენი მტრების, ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებშია”

„ნამახვანჰესის“ ტიპის პროექტების გაჩერება და დაბლოკვა ერთადერთი ჩვენი მტრების, ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლემენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, იგი მოუწოდებს პროტესტის ორგანიზატორებს, რომ მონაწილეობა მიიღონ დიალოგის ფორმატებში. „რას ემსახურება „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ეს პროტესტი და ხომ არ არის ის მიმართული პროექტისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ?! ვინაიდან ამ ტიპის პროექტების გაჩერება და მისი დაბლოკვა ერთადერთი ჩვენი ...

Read More »

“ნამახვანჰესის საკითხი ვერც ქუჩაში გაირჩევა და ვერც ეთერში. აკადემიურ, რაციონალურ გარემოში უნდა გაირჩეს”

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ნამახვანჰესთან დაკავშირებულ პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქუჩაში გასარჩევი კი არა, არამედ აკადემიურ გარემოში გადასაწყვეტი საკითხია. ნამახვანჰესის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის მსგავსად პრიორიტეტული საკითხები ვერც ქუჩაში და ვერც ეთერში გადაწყდება, მას ჭირდება რაციონალურ და აკადემიურ გარემოში გარჩევა. საუბარია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე და უსაფრთხო მომავალზე. ის, რომ ნამახვანჰესი ქვეყნისთვის ...

Read More »

ნოდია: ჰესზე მსჯელობა ანგარიშს უნდა ემყარებოდეს და არა “მშობლიური მიწით” მანიპულირებას

პოლიტოლოგი გია ნოდია ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტს ეხმაურება: “ნამა(ო)ხვან-ჰესის აშენება-არაშენებაზე მსჯელობა უნდა ემყარებოდეს ანგარიშს, აწონ-დაწონვას და არა აბსოლუტური კატეგორიებით მანიპულირებას, როგორიცაა „სამართლიანობა“, „მშობლიური მიწა“ და მისთანანი. მარჯვენა სვეტში უნდა დაწერო პლუსები, მარცხენაში – მინუსები და იანგარიშო. მაგრამ მათთვის, ვისი აზრითაც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის ადგილი ციხეშია (ან, თუ განმსჯელი ლიბერალია – რომელიმე წარმოსახვით სამარცხვინო ბოძზე), ასეთი მიდგომა მიუღებელია. ანგარიში და ანგარიშიანობა ...

Read More »