“რიონის ხეობის მცველები” რჩებიან გუმათთან აღმართულ რკინის ჯებირებთან. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ჯებირებს ხელებს ურტყამდნენ და პროტესტს ასე გამოხატავდნენ. ჯებირების მეორე მხარეს სამართალდამცავები იმყოფებიან. ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა.
აქციის მონაწილეები აპირებენ რიონის ხეობისკენ მიმავალი გზები გადაკეტონ და გადაადგილების საშუალება არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ ავტომანქანებს.