ნოდია: ჰესზე მსჯელობა ანგარიშს უნდა ემყარებოდეს და არა “მშობლიური მიწით” მანიპულირებას

პოლიტოლოგი გია ნოდია ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტს ეხმაურება:

“ნამა(ო)ხვან-ჰესის აშენება-არაშენებაზე მსჯელობა უნდა ემყარებოდეს ანგარიშს, აწონ-დაწონვას და არა აბსოლუტური კატეგორიებით მანიპულირებას, როგორიცაა „სამართლიანობა“, „მშობლიური მიწა“ და მისთანანი. მარჯვენა სვეტში უნდა დაწერო პლუსები, მარცხენაში – მინუსები და იანგარიშო.

მაგრამ მათთვის, ვისი აზრითაც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის ადგილი ციხეშია (ან, თუ განმსჯელი ლიბერალია – რომელიმე წარმოსახვით სამარცხვინო ბოძზე), ასეთი მიდგომა მიუღებელია. ანგარიში და ანგარიშიანობა ზედმეტად მიწიერია და ტეხავს.”

Leave a Reply