“„ნამახვანჰესის“ ტიპის პროექტების გაჩერება და დაბლოკვა ერთადერთი ჩვენი მტრების, ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებშია”

„ნამახვანჰესის“ ტიპის პროექტების გაჩერება და დაბლოკვა ერთადერთი ჩვენი მტრების, ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლემენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, იგი მოუწოდებს პროტესტის ორგანიზატორებს, რომ მონაწილეობა მიიღონ დიალოგის ფორმატებში.

„რას ემსახურება „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ეს პროტესტი და ხომ არ არის ის მიმართული პროექტისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ?! ვინაიდან ამ ტიპის პროექტების გაჩერება და მისი დაბლოკვა ერთადერთი ჩვენი მტრების, ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებშია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროტესტის ორგანიზატორებს, რომ მიიღონ მონაწილეობა დიალოგი ფორმატებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Leave a Reply