საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და ნორდ პულ აკადემიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის ექსკლუზიური პირობებით თანამშრომლობას. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ნორდ პულ აკადემიის მიერ დაგეგმილ სტანდარტულ კურსებში განსხვავებულ ფასად.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, სენბის წევრთა სურვილის შემთხვევაში, დაიგეგმოს და დაორგანიზდეს, სტანდარტულისგან განსხვავებული, ექსკლუზიური ტრენინგ კურსი, რომელიც სრულად მოერგება წევრთა ინტერესსა და მოთხოვნებს.
შეგახსენებთ, რომ ნორდ პულ აკადემია არის ნორდ პულის საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც უკვე მრავალი წელია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სახის კურსებსა და საგანმანათლებლო მომსახურებას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის შესახებ ცოდნისა და უნარების გასაუმჯობესებლად.