„თბილისი ენერჯი“ გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის – გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე თვეა “თბილისი ენერჯი” ითხოვდა მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას, რაც ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს როგორც მოსახლეობას, ისე კომპანიას.
„გვინდა განვმარტოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ვალუტის კურსის გამო, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს. სემეკის 2019 წლის დადგენილებით კი ყიდის 26 თეთრად. ამ მიზეზით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში “თბილისი ენერჯიმ” 25 მილიონი ლარი იზარალა. რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
აღსანიშნავია, რომ გაზის გატარება/მომსახცურების ტარიფი არ იცვლება და ისევ 10 თეთრია, სადაც კომპანიის ყველა ხარჯია გათვალისწინებული და 2023 წლამდე მოქმედებს.