მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 19 მილიარდ 809.5 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია ტრანსპორტირებული. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლისანალოგიურ პერიოდს 11.1%-ით აღემატება. მაგისტრალური გაზსადენებით გადატუმბული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობაში 49,3% ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი) მოდის. საანგარიშო პერიოდში ხსენებული მილსადენით ტრანსპორტირებულია 9 მილიარდი 775.2 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 40.8%-ით აღემატება.
Read More »