ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ახალ რეკორდულ მაჩვენებელზეა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასებმა თავისი ისტორიული მაქსიმუმი განაახლა, 1000 კუბურ მეტრის ფასმა 580 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა.

თბილისის დროით 15:10 საათზე გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა TTF ინდექსით ICE საფონდო ბირჟაზე 1000 კვტსთ-ზე 47,7 ევროს მიაღწია.

TTF ჰაბზე, სექტემბრის ფიუჩერსული ფასი ვაჭრობის დაწყებისას თითქმის 550 აშშ დოლარი იყო. აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ ის 2.5%-ით გაიზარდა და 586.3 აშშ დოლარი შეადგინა.

აგვისტოში ბუნებრივი აირის ფასებმა უკვე რამდენჯერმე განაახლეს ისტორიული რეკორდები.

Leave a Reply