მიმდინარე წელს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 56,4%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტმა 12,061 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი ავრცელებს.

აღნიშნული მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56,4%-ით მეტია.

2021 წლის 7 თვის განმავლობაში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა 35.4%-ით გაიზარდა და 2.015 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

ხსენებული მოცულობიდან 6.793 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ექსპორტზე გავიდა თურქეთში, 2.561 მილიარდი კუბური მეტრი კი – იტალიაში.

გარდა ამისა, 2.094 მილიარდი კუბური მეტრი საქართველოში ექსპორტირდა, 344 მილიონი კუბური მეტრი – საბერძნეთში, 134 მილიონი კუბური მეტრი – ბულგარეთში, ხოლო 132.8 მილიონი კუბური მეტრი – ირანში.

თურქეთში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის საერთო ღირებულებამ შეადგინა 974 მილიონი აშშ დოლარი, იტალიაში – 658 მილიონი აშშ დოლარი.

ასევე, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტირებული გაზის ღირებულებამ 261,7 მლნ დოლარი შეადგინა, საბერძნეთში – 96 მლნ აშშ დოლარი, ბულგარეთში – 19 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ირანში – 5 მლნ აშშ დოლარი.

Leave a Reply