ევროპაში გაზის 11 აგვისტოს, დღის ბოლოს, 4.37%-ით გაიზარდა.
ნიდერლანდურ TTF-ში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ათას კუბურ მეტრზე 560 აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, სავაჭრო სესიის ბოლოს მისი ღირებულება დაახლოებით 535 აშშ დოლარამდე დაეცა.
Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ “გაზპრომმა” უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.
Financial Times-სთან ინტერვიუში, “უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის” გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. მან აღნიშნა, რომ რუსული “გაზპრომი” ევროპაში გაზის მიწოდებას განზრახ აჩერებს.