თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” „ვლადიკავკაზ-თბილისის” მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 12 აგვისტოს „ვლადიკავკაზ-თბილისის” D 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 193.7კმ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 12 აგვისტოს 08:00 დან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, “ყამარი მ” – ის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს: მუხიანის აგარაკებს, ავშნის, ნუშის, მონადირის, გობრონიძის, ექიმების, ზღვის, ფრანგიშვილის, დაგილაძისა და ფირცხალავას ქუჩებს.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

Leave a Reply