გასული კვირას, “გაზპრომის” ურენგოისკის გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რუსეთის შიდა ბაზარზე გათხევადებული ბუნებრივი აირის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მაღალი ფასები დაფიქსირდა ქვეყნის ბაზარზე.
შემთხვევამ გამოიწვია ნედლეულის გადაზიდვის შეჩერება სურგუტის საწარმოდან, რომელიც ხსენებული პროდუქტის უმსხვილესი მიმწოდებელია ქვეყანაში. იგი აწარმოებს თვეში 150 ათას ტონას გათევადებულ ბუნებრივ აირს და აწვდის რუსეთის ბაზარს, რომლის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 20%-საც შეადგენს. საწარმო მთლიანობაში უზრუნველყოფს ავტოგაზისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საჭიროების დაახლოებით 30-40%-ს. “გაზპრომის” გაყიდვები რუსეთის ბირჟებზე და ელექტრონულ პლატფორმებზე გათხევადებული აირის მთლიანი გაყიდვების დაახლოებით ნახევარს შეადგენს.
ბაზრის მონაწილეები იუწყებიან, რომ კომპანია კვლავაც გააგრძელებს გათხევადებული ბუნებრივი აირის გასაყიდად გაგზავნას რეგულირებული ფასებით, საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის.
მაღალი მოთხოვნის კონტექსტში, საავტომობილო და სარკინიგზო გაზის ფასი კვირაში 1,500-6,000 რუბლდან/ ტონაზე – 38,000-53,500 რუბლამდე/ტონაზე გაიზარდა.
ნინო სამადაშვილი