გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი კვლავაც განაგრძობს ზრდას

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა. მას შემდეგ, რაც “გაზპრომმა” გადაწყვიტა, უკრაინის გაზის გადამცემი სისტემის (GTS) მყარი დამატებითი სატრანზიტო შესაძლებლობების მხოლოდ 4% დაეტვირთა, გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 585 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა.

სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება TTF ცენტრში ორშაბათს ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე თითქმის 550 აშშ დოლარს შეადგენდა. აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მან 586.3 აშშ დოლარს მიაღწია. ზრდამ დაახლოებით 2.5% შეადგინა.

Leave a Reply