ჩინეთმა 2021 წლის იანვარ-ივლისში, ასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნავთობის წარმოება 2.4%-ით, ხოლო ბუნებრივი აირის წარმოება 10.7%-ით გაზარდა. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკური ბიუროს მონაცემები მოწმობს.
2021 წლის პირველ შვიდ თვეში ჩინეთმა 116.2 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 2.4% შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი – 3.9%. ნავთობის გადამუშავების მოცულობამ 2021 წლის იანვარ-ივლისში 412.4 მლნ ტონას მიაღწია (ზრდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 8.9%, 2019 წელთან შედარებით კი – 11.4%).
ჩინეთში ბუნებრივი აირის მოპოვებამ იანვარ-ივლისში 120.2 მილიარდი კუბური მეტრი (2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 10.7% შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 21.2%) შეადგინა. ივლისში გაზის წარმოებამ ჩინეთში 15.8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, წლიური ზრდა – 9.8%, ხოლო 2019 წლის ივლისთან შედარებით – 15.1%.
პირველი შვიდი თვის განმავლობაში გაზის იმპორტი 24% -ით გაიზარდა და 68.96 მილიონი ტონა შეადგინა.
ამასთან, 2021 წლის პირველ შვიდ თვეში ჩინეთმა ნახშირის წარმოება 2.26 მილიარდ ტონამდე (ზრდა 2020 და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით – 4.9% და 4.8%, შესაბამისად) გაზარდა. ამავდროულად, ნახშირის იმპორტი 2021 წლის იანვარ-ივლისში 15%-ით შემცირდა და 169.74 მილიონი ტონა შეადგინა.
წყარო: report