Tag Archives: #აშშ

აშშ-ში ნავთობის მოპოვებას გაზრდიან

შეერთებულ შტატებში დეკემბრის თვეში ფიქლის ნავთობის მოპოვება ნოემბერთან შედარებით 85 ათასი ბარელით გაიზრდება და  8,316 მლნ ბარელს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია (EIA) აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, ფიქლის ნავთობის ფაქტობრივი წარმოება ნოემბერში მცირედით აღემატება დეპარტამენტის მიერ პროგნოზირებულ ოდენობას და  8,231 მილიონ ბარელს შეადგენს. EIA-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ნავთობის მოპოვების აღდგენა შვიდი ზონიდან ექვსში გაიზრდება. კერძოდ, ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია პერმის აუზში, სადაც დეკემბერში ფიქლის ...

Read More »

აშშ და ჩინეთი კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს. დოკუმენტი, სახელწოდებით „კლიმატის მოქმედების გაძლიერება 2020-იან წლებში“, ავალდებულებს ქვეყნებს, შეიმუშაონ გრძელვადიანი სტრატეგიები, რათა მიაღწიონ ნულოვან ნიშნულს. კლიმატის საკითხებში ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლის, შეი ჟენჰუას განცხადებით, დეკლარაცია ავალდებულებს ორ ქვეყანას მიიღონ „კონკრეტული ზომები“ პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად, რათა გლობალური დათბობა ორ გრადუსზე ქვემოთ იქნას შენარჩუნებული და და „გააგრძელოს ძალისხმევა“ საუკუნის ბოლომდე ...

Read More »

აშშ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-სთვის” ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს

ამერიკელი სენატორების ჯგუფმა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” პროექტისთვის სანქციების დაწესების საკითხი ხელახლა წამოჭრა. ხსენებულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters იუწყება. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინიციატივით  რესპუბლიკელი სენატორების ჯგუფი გამოვიდა, რომელიც აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს. თავდაპირველად, გაზსადენის პროექტისათვის სანქციების დაწესებას სენატი მიმდინარე წლის მაისში გეგმავდა, თუმცა შემდეგ თავი შეიკავა, ვინაიდან აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებით, მსგავსი ქმედება ევროპასთან ურთიერთობისთვის „არაპროდუქტიული“ იქნებოდა. სენატი ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,29 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,29 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 434,102 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 1,49 მილიონი ბარელით  და შეადგინა  214,258 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,16 მილიონი ბარელით და შეადგინა  127,122 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,5 ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,27 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,27 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 430,812 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 1,99 მილიონი ბარელით  და შეადგინა  215,746 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 0,43 მილიონი ბარელით და შეადგინა  124,962 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »
20–25 დოლარი ბარელზე – მარტისთვის მსოფლიოში ნავთობის უპრეცედენტო გაიაფებას ელოდებიან

რუსეთი და ამერიკა მეთანის გაჟონვას ერთად შეებრძოლებიან

4 ივნისს რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში, კერძოდ თათრეთში, მიწისქვეშა გაზის მილიდან გაჟონვა მოხდა. თანაც საკმაოდ სერიოზული. წლების წინ ასეთი  დაზიანება შეუმჩნევლად ჩაივლიდა, მაგრამ არა 2021 წელს, როდესაც, სწორედ ამ ინციდენტის დროს დედამიწისგან 800 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი Copernicus Sentinel 5P, რომელიც სწორედ მეთანის და სხვადასხვა გაზების გაჟონვის შემთხვევებს აფიქსირებს. რუსეთის ტერიტორიაზე ავარია ხელსაწყოებმა დილის 11.01 საათზე შეამჩნიეს, უკვე ...

Read More »

ბაიდენი: 2022 წლის დასაწყისისათვის გაზის ფასები დაიკლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისამდე გაზის ფასები არ შემცირდება. ამის შესახებ მან CNN-ის ეთერში განაცხადა. „თქვენ ნახავთ, რომ 2022 წლის დასაწყისისათვის გაზის ფასები დაიკლებს. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს იმ პერიოდამდე ისეთი, რომ გაზზე ფასები მნიშვნელოვნად უფრო ადრე შემცირდეს”, – განაცხადა ბაიდენმა. მისი აზრით, გაზის მაღალი ფასი ამჟამად არაერთი ფაქტორით არის განპირობებული, რომელთაგან ზოგიერთი დაკავშირებულია უცხოური გაზის წარმოებასთან. “ახლა გალონის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,43 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,43 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 426,544 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 5,37 მილიონი ბარელით  და შეადგინა  217,739 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 3,91 მილიონი ბარელით და შეადგინა  125,394 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »

აშშ ნავთობის მოპოვების მიხედვით კვლავ ლიდერობს მსოფლიოში

აგვისტოს თვეში  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა მსოფლიო ლიდერობა  ნავთობის მოპოვების მაჩვენებლით,  რუსეთი კვლავ დარჩა მეორე ადგილზე, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა საუდის არაბეთმა – ორგანიზაცია “ნავთობის “სტატისტიკის ერთობლივი ინიციატივის” (JODI) მონაცემების თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. JODI-ის მონაცემებით, აგვისტოში აშშ-ში ნავთობის მოპოვება ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 1,1%-ით 11,181 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, რუსეთში გაიზარდა 1,1%-ით,  საუდის არაბეთშიც გაიზარდა 0,9%-ით 9,562 მილიონამდე. ნავთობის ექსპორტი საუდის არაბეთიდან ...

Read More »
ჩრდილოეთ სახალინის ტერიტორიაზე 300 ტონამდე ნავთობი დაიღვარა

კალიფორნიაში საწვავის მასობრივი გაჟონვის მიზეზის გამოძიება გრძელდება

სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე ოქტომბერში მომხდარი ნავთობის მასობრივი გაჟონვის თაობაზე ფედერალური გამოძიება გრძელდება. გამომძიებლების წამყვანი ვერსიით, კალიფორნიაში ნავთობის წყალქვეშა მილსადენის დაზიანება ერთ-ერთი დიდი გემის ღუზამ გამოიწვია. ინფორმაციას კალიფორნიის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, ინციდენტი მასიურ გაჟონვამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. მილი სავარაუდოდ მოზრდილმა, 366-მეტრიანმა გემმა “დანიტი” დააზიანა. ის პანამაშია რეგისტრირებული და მისი მფლობელის სახელია “დორდელას საფინანსო კორპორაცია”, რომელიც საპასუხო განცხადებას ჯერჯერობით ...

Read More »