ჩრდილოეთ სახალინის ტერიტორიაზე 300 ტონამდე ნავთობი დაიღვარა

კალიფორნიაში საწვავის მასობრივი გაჟონვის მიზეზის გამოძიება გრძელდება

სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე ოქტომბერში მომხდარი ნავთობის მასობრივი გაჟონვის თაობაზე ფედერალური გამოძიება გრძელდება. გამომძიებლების წამყვანი ვერსიით, კალიფორნიაში ნავთობის წყალქვეშა მილსადენის დაზიანება ერთ-ერთი დიდი გემის ღუზამ გამოიწვია.

ინფორმაციას კალიფორნიის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, ინციდენტი მასიურ გაჟონვამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. მილი სავარაუდოდ მოზრდილმა, 366-მეტრიანმა გემმა “დანიტი” დააზიანა. ის პანამაშია რეგისტრირებული და მისი მფლობელის სახელია “დორდელას საფინანსო კორპორაცია”, რომელიც საპასუხო განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებს.

“დანიტის” ოპერატორია ხმელთაშუა ზღვის გადამზიდი კომპანია “ემ-ეს-სი”. შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში რეგისტრირებული კომპანია 600 ხომალდს ზედამხედველობს და 100 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, განცხადებას ამ ეტაპზე არც “ემ-ეს-სი” ავრცელებს.

წყარო: “ამერიკის ხმა”

Leave a Reply