გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,27 მილიონი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 430,812 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები შემცირდა 1,99 მილიონი ბარელით და შეადგინა 215,746 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 0,43 მილიონი ბარელით და შეადგინა 124,962 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 11,4 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.