აშშ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-სთვის” ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს

ამერიკელი სენატორების ჯგუფმა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” პროექტისთვის სანქციების დაწესების საკითხი ხელახლა წამოჭრა. ხსენებულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters იუწყება.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინიციატივით  რესპუბლიკელი სენატორების ჯგუფი გამოვიდა, რომელიც აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს.

თავდაპირველად, გაზსადენის პროექტისათვის სანქციების დაწესებას სენატი მიმდინარე წლის მაისში გეგმავდა, თუმცა შემდეგ თავი შეიკავა, ვინაიდან აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებით, მსგავსი ქმედება ევროპასთან ურთიერთობისთვის „არაპროდუქტიული“ იქნებოდა.

სენატი სანქციების დაწესების საკითხს 15 დღის განმავლობაში განიხილავს.

Leave a Reply