გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,43 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 426,544 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები შემცირდა 5,37 მილიონი ბარელით და შეადგინა 217,739 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 3,91 მილიონი ბარელით და შეადგინა 125,394 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 11,4 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.