აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისამდე გაზის ფასები არ შემცირდება. ამის შესახებ მან CNN-ის ეთერში განაცხადა.
„თქვენ ნახავთ, რომ 2022 წლის დასაწყისისათვის გაზის ფასები დაიკლებს. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს იმ პერიოდამდე ისეთი, რომ გაზზე ფასები მნიშვნელოვნად უფრო ადრე შემცირდეს”, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი აზრით, გაზის მაღალი ფასი ამჟამად არაერთი ფაქტორით არის განპირობებული, რომელთაგან ზოგიერთი დაკავშირებულია უცხოური გაზის წარმოებასთან.
“ახლა გალონის ფასი უმეტეს ადგილებში დაახლოებით $ 3.30-ია”, – აღნიშნა ბაიდენმა.
წყარო: report