აგვისტოს თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა მსოფლიო ლიდერობა ნავთობის მოპოვების მაჩვენებლით, რუსეთი კვლავ დარჩა მეორე ადგილზე, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა საუდის არაბეთმა – ორგანიზაცია “ნავთობის “სტატისტიკის ერთობლივი ინიციატივის” (JODI) მონაცემების თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
JODI-ის მონაცემებით, აგვისტოში აშშ-ში ნავთობის მოპოვება ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 1,1%-ით 11,181 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, რუსეთში გაიზარდა 1,1%-ით, საუდის არაბეთშიც გაიზარდა 0,9%-ით 9,562 მილიონამდე.
ნავთობის ექსპორტი საუდის არაბეთიდან აგვისტოს თვეში გაიზარდა თვიურ გამოხატულებაში 1.9%-ით 6.45 მილიონ ბარელამდე/დღეში, ხოლო შეერთებული შტატებიდან – 7.5%-ით 2.903 მილიონამდე. JODI არ ავრცელებს მონაცემებს აგვისტოს თვეში რუსეთიდან განხორციელებულ ექსპორტზე.
აგვისტოს თვეში რუსეთში ნავთობის გადამუშავება ივლისის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 5.4%-ით და შეადგინა 5.985 მილიონი ბარელი/დღეში; აშშ-ში მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,6%-ით 15,762 მილიონ ბარელამდე, საუდის არაბეთში კი გაიზარდა 2,6%-ით 2,521 მილიონამდე.