აშშ-ში ნავთობის მოპოვებას გაზრდიან

შეერთებულ შტატებში დეკემბრის თვეში ფიქლის ნავთობის მოპოვება ნოემბერთან შედარებით 85 ათასი ბარელით გაიზრდება და  8,316 მლნ ბარელს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია (EIA) აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ფიქლის ნავთობის ფაქტობრივი წარმოება ნოემბერში მცირედით აღემატება დეპარტამენტის მიერ პროგნოზირებულ ოდენობას და  8,231 მილიონ ბარელს შეადგენს.

EIA-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ნავთობის მოპოვების აღდგენა შვიდი ზონიდან ექვსში გაიზრდება. კერძოდ, ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია პერმის აუზში, სადაც დეკემბერში ფიქლის ნავთობის საშუალო დღიური წარმოება  4,95 მლნ ბარელს მიაღწევს. გარდა ამისა, მოსალოდნელია წარმოების 4 ათასი ბარელით ზრდა ნიობარის ფორმირებაში. აპალახის ფორმირებაში მოსალოდნელია 124 ათასი ბარელის წარმოება, ანადარკოს ფორმირებაში – ასევე 2 ათასი ბარელით გაიზრდება – 368 ათას ბარელამდე. ბაკენის ფორმირებაში წარმოება ნოემბერთან შედარებით 5 ათასი ბარელით,  1,14 მლნ ბარელამდე გაიზრდება, Eagle-Ford ფორმირებაში – ასევე 5 ათასი ბარელით, 1,08 მლნ ბარელამდე. ხოლო, ჰეინსვილის ფორმირებაში, სავარაუდოდ, წარმოების დონე არ შეიცვლება.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა 2021 წელს შეერთებულ შტატებში ნავთობის დღიური მოპოვების პროგნოზი 80 ათასი ბარელით 11,1 მილიონ ბარელამდე გაზარდა. 2022 წლის პროგნოზი 170 ათასი ბარელით გაიზარდა და 11,9 მლნ ბარელი  შეადგინა.

წყარო: report.ge

Leave a Reply