ელექტროენერგია

სალომე ვარდიაშვილი: ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა გარდაუვალი იყო

ფასის ზრდა გარდაუვალი იყო, ვინაიდან ტარიფში გათვალისწინებული დარჩა მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც აუცილებელია კომპანიების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი ხარჯების ნაწილი არ გაითვალისწინა. „როგორც მოსალოდნელი იყო, ტარიფმა განიცადა კორექტირება ზრდის თვალსაზრისით. თქვენ დაწვრილებით იხილეთ, რა სახის დანახარჯები გაითვალისწინა მარეგულირებელმა კომისიამ და რა სახის დანახარჯები ამორიცხა. ...

Read More »

შოთა გულბანი: პანდემიურმა კრიზისმა სემეკი იძულებული გახადა, ტარიფის ზრდის შესახებ ენერგოკომპანიების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა

პანდემიურმა კრიზისმა სემეკი იძულებული გახადა, ტარიფების ზრდის შესახებ ენერგოკომპანიების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, შოთა გულბანმა. „2017 წლის შემდეგ დღეს პირველად დაუდგინდათ ენერგო და წყალმომმარაგებელ კომპანიებს ახალი ტარიფები. პანდემიის პირობებში მოხმარება შემცირდა როგორც ელექტროენერგიის, ასევე სასმელი წყლის შემთხვევაში. შესაბამისად, შემცირდა გადახდები, რამაც შეამცირა კომპანიების შემოსავლები. ასეთი ტიპის კომპანიების ერთადერთი შემოსავლის წყარო არის მომხმარებლების მიერ გადახდილი ტარიფი, საფასური იმ ოდენობის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: “ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა პირველადი მოხმარების სურსათის ფასებს არ გაზრდის”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომერციული სექტორი, რომლისთვისაც გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, არ გაზრდის პირველადი მოხმარების სურსათზე ტარიფს, რადგან სახელმწიფო დაასუბსიდირებს გაზრდილ სხვაობას. „გამოვკვეთეთ კონკრეტული დარგები, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ესაა სურსათის წარმოება, ჩვენი სფერო, სადაც შევარჩიეთ პირველადი საჭიროების პროდუქტები. ამ მიმართულებით, ტარიფის ზრდის ნახევარს სახელმწიფო დაასუბსიდირებს მთელი წლის განმავლობაში, 2021 წელს. სახელმწიფომ გააკეთა პირველადი მოხმარების სურსათის იდენტიფიცირება. ბუნებრივია, ყველაფრის სუბსიდირებას ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: ენერგეტიკის შემთხვევაში, საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია – როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში

იქნება გაძვირება, თუმცა ეს იყო გარდაუვალი. როცა ჩვენ სხვადასხვა სექტორს, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკას ვაანალიზებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია – როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში“, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების შესახებ საუბრისას განაცხადა. „2021 წელი რთული იქნება, შესაბამისად, ამ პერიოდშია მნიშვნელოვანი, დავეხმაროთ და თანადგომა გამოვუცხადოთ მოსახლეობასა და შესაბამისად, ბიზნესის ...

Read More »

თურნავა: ტარიფის ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა, გარდაუვალი იყო

ტარიფის ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა, გარდაუვალი იყო, თუნდაც იმის გამო, რომ დღეს მოქმედი ტარიფი 2017 წლის ბოლოსაა დადგენილი. ამის შემდეგ ძალიან დიდი დროა გასული და ძალიან ბევრი მოცემულობა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკაში. ამას ემატება ისიც, რომ 2020 წელი, საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, უმძიმესი წელია, კოვიდპანდემიის გამო, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში, საქართველოშიც, ტარიფების ...

Read More »

მიხეილ ჭელიძე: ,,დაზარალდება მომხმარებელი და არა ბიზნესი. ფასები ტოტალურად გაიზრდება“

ტარიფების ზრდა იქნება ბიძგი, დიდი ინფლაციისკენ – ამის შესახებ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, კომუნალური გადასახადების ზრდის ეფექტს იგრძნობს მომხმარებელი და არა ბიზნესი. ,,პანდემიისგან დამძიმებულ ეკონომიკურ პირობებში, ტარიფების ზრდა ბიზნესისათვის ძალიან მძიმე ტვირთია. ბიზნესი გაზრდის ფასებს და მოხდება კიდევ უფრო დიდი ინფლაცია. ეს იქნება ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი ამისაკენ. ბიზნესს, ნამდვილად არ აქვს იმის შესაძლებლობა, ...

Read More »
ნარმანია

ნარმანია: “ტარიფში არ გავითვალისწინეთ თელასისა და ენერგო პროს 30-მილიონიანი ხარჯი” –

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების ზრდას დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილების შედეგად, მოქალაქეებისთვის ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3.5 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი საშუალოდ 12 თეთრით გაძვირდა. ამასთანავე, ახალი ტარიფები ძალაში მხოლოდ დროებით – 6 თვის ვადით იქნება, გრძელვადიან ტარიფს კი სემეკი 2021 წლის ივლისამდე დაადგენს. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მათ ...

Read More »

ახალი ტარიფები ძალაში მხოლოდ დროებით – 6 თვის ვადით იქნება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების ზრდას დაუჭირა მხარი. ამასთანავე, ახალი ტარიფები ძალაში მხოლოდ დროებით – 6 თვის ვადით იქნება, გრძელვადიან ტარიფს კი სემეკი 2021 წლის ივლისამდე დაადგენს. დღესვე ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ტარიფის მატებას 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებს სრულად დაუსუბსიდირებს.

Read More »
დენის ტარიფი – რეალური საფრთხე თუ “ღია კარის მტვრევა”

ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 72%-ით გაძვირდა

2021 წლის პირველი იანვირდან საქართველოს კერძო ბიზნესისთვის და ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტისთვის ელექტროენერგიის ტარიფი მკვეთრად გაიზრდება. სემეკის მიერ დღეს მიღებული დადგენილების თანახმად, სხვადასხვა კატეგორიის ძაბვის ელექტროენერგიის ტარიფი ერთ კილოვატზე საშუალოდ 72%-ით იზრდება. ამასთან, სემეკის გადაწყვეტილებით, ფასების მატება უფრო მკვეთრი “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელში იქნება, ვიდრე “თელასის” გამანაწილებელ ქსელში. 2021 წლის პირველი იანვრიდან “ენერგო პროს” ქსელში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფები ასე განისაზღვრება: 110-35 ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაძვირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, “თელასისა” და “ენერგო პროს” აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი გაეზრდებათ. საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ტარიფი 3.5 თეთრამდე იზრდება, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი ტარიფი 10-დან 15 თეთრამდე იზრდება. დროებითი ტარიფების მიხედვით, რომელიც 6 თვიანი ვადით დაწესდა, “ენერგო პროს” სამომხმარებლო ტარიფი ასე გმაოიყურება: 0-101 კილოვატზე – 17.731 თეთრი;101-301 კილოვატზე – 21.707 თეთრი;301-ზე მეტ კილოვატზე – 26.227 თეთრი. რაც შეეხება “ენერგო პრო” ...

Read More »