ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაძვირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, “თელასისა” და “ენერგო პროს” აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი გაეზრდებათ.

საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ტარიფი 3.5 თეთრამდე იზრდება, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი ტარიფი 10-დან 15 თეთრამდე იზრდება.

დროებითი ტარიფების მიხედვით, რომელიც 6 თვიანი ვადით დაწესდა, “ენერგო პროს” სამომხმარებლო ტარიფი ასე გმაოიყურება:

0-101 კილოვატზე – 17.731 თეთრი;
101-301 კილოვატზე – 21.707 თეთრი;
301-ზე მეტ კილოვატზე – 26.227 თეთრი.

რაც შეეხება “ენერგო პრო” არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ტარიფად განისაზღვრა:

110-35 კვ. – 28.267 თეთრს;
10-6-3.3 კვ. – 30.879 თეთრს;
0.4 კვ. – 31.960 თეთრს.

ტარიფის ზრდა შეეხებათ “თელასის” აბონენტებსაც. კერძოდ, სამომხმარებლო ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხამრებლებისთვის ასე გნაისაზღვრა:

0-101 კილოვატზე – 18ლ041 თეთრი;
101-301 კილოვატზე – 22.053 თეთრი;
301-ზე მეტ კილოვატზე – 26.537 თეთრი.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფებს “თელასის” აბონენტებისთვის ტარიფი შეადგენს:

11-35 კვ. – 27.370 თეთრს;
10-6-3.3 კვ. – 29.646 თეთრს;
0.4 კვ. – 32.931.

დღეს, 29 დეკემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა 2021 წელს ელექტროენერგიის დღევანდელ ფასსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის დაასუბსიდირებს.

მისი თქმით, საქართველოში არის სულ მილიონ 700 ათასი აბონენტი, აქედან მილიონ 600 ათასი აბონენტი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებსგახარიას თქმით, ეს იმას ნიშანვს, რომ მოქალაქეების ოჯახების 95% იქნება სუბსიდირებული ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასზე.

მისივე თქმით, მთავრობა ყველა იმ ადგილობრივ კომპანიას, რომელიც საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, 2021 წელს დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ შორის შორის სხვაობას 50%-ით დაუსუბსიდირებს.

Leave a Reply