ნავთობპროდუქტები

მსოფლიო ნავთობის წარმოება ივლისში 1,7 მილიონი ბარელით გაიზარდა და 96,7 მილიონ ბარელი შეადგინა

ივლისში ნავთობის მსოფლიო წარმოება ივნისთან შედარებით 1,7 მილიონი ბარელით გაიზარდა და მთლიანობაში დაახლოებით 96,7 მილიონ ბარელამდე შეადგინა, ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ანგარიშში. ”ნავთობის გლობალური მიწოდება ივლისში გაიზარდა 1,7 მილიონი ბარელით – 96,7 მილიონ ბარელამდე მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა შეწყვიტა დამატებითი ნებაყოფლობითი შემცირება და დასრულდა ტექნიკური მომსახურების სამუშაოები ჩრდილოეთ ზღვაში” – აღნიშნულია მოხსენებაში. გლობალური წარმოება მომავალ თვეებში გაიზრდება მას ...

Read More »

3 ლარი – ფსიქოლოგიური ნიშნული რეგულარის მარკის ბენზინმაც გადალახა

საქართველოში ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილზე ყველაზე იაფი რეგულარის მარკის ბენზინის ფასმა ახალი ფსიქოლოგიური ნიშნული – 3–ლარიანი ზღვარი გადალახა. შედარებით დაბალი ფასის გამო რეგულარზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია და მისი წილი ბენზინის იმპორტსი 65%-ს აჭარბებს. ბრენდირებულ სადგურებზე რეგულარის ფასი 2.93-დან 3.03 ლარამდე მერყეობს, პრემიუმის 3.05-დან 3.15 ლარამდე, სუპერის ფასი 3.14 ლარიდან იწყება და 3.23 ლარზე ადის. დიზელის ფასი კი 2.85-დან 2.95-ის ფარგლებში ...

Read More »

OPEC-მა აზერბაიჯანული ნავთობის წარმოების პროგნოზი გაზარდა

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC)  აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა თხევადი ნახშირწყალბადების საშუალო დღიური წარმოების პროგნოზი 0.04 მილიონი ბარელით გაიზარდა და დღიური წარმოების ზღვარმა 0.73 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 0.05 მილიონი ბარელით მეტია, გასულ წელს დაფიქსირებული წარმოების მაჩვენებელზე. ამის შესახებ ორგანიზაციის აგვისტოს მოხსენებაშია ნათქვამი. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში თხევადი ნახშირწყალბადების წარმოება 0.05 მილიონი ბარელით შემცირდა და 0.59 მილიონი ბარელი შეადგინა დღეში. წარმოების მოცულობა აპრილში, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება. წელს აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა ...

Read More »

ერაყი 2027 წლისთვის ნავთობის მოპოვების 8 მლნ ბარელამდე/დღეში გაზრდას გეგმავს

ერაყი აპირებს 2027 წლისათვის ნავთობის მოპოვების გაზრდას 8 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, ქვეყნის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბარის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”სამინისტრო გეგმავს ნავთობის მოპოვების გაზრდას 8 მილიონ ბარელამდე/დღეში  2027 წლის ბოლომდე,” – განუცხადა მან ერაყის საინფორმაციო სააგენტო INA-ს. თუმცა, სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ასემ ჯიჰადის თქმით, მოპოვების დონე დამოკიდებული იქნება ბაზრის დინამიკაზე. ”გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც დადგა სანავთობო ბაზარი, მწარმოებელმა ...

Read More »

ოპეკმა უცვლელი დატოვა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი

“ნათობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (ოპეკი) უცვლელი დატოვა 2021 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი. კერძოდ,  მოსალოდნელია მისი ზრდა 6 მილიონი ბარელით/დღეში, ხოლო მომავალ წელს – 3.3 მილიონი ბარელით. “ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება გაიზრდება დაახლოებით 6 მილიონი ბარელით/დღეში 96,6 მილიონ ბარელამდე/დღეში”, – ნათქვამია კარტელის მოხსენებაში. ოპეკმა ასევე გააუმჯობესა ნავთობისა და კონდენსატის მოპოვების პროგნოზი ორგანიზაციის გარეთ მყოფ ქვეყნებში 2021 და ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  11  აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71,31 (- 0,13) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69,09 (- 0,16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მიმდინარე წელს შაჰ დენიზის პროექტიდან აზერბაიჯანის შემოსავლებმა 70 მილიონ დოლარს გადააჭარბა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) 70,978 მილიონი დოლარი გამოიმუშავა “შაჰ დენიზის” საბადოდან გაზისა და კონდენსატის გაყიდვიდან, ნათქვანია SOFAZ–ის კვარტალურ ანგარიში. “შაჰ დენიზის” პროექტიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა. კონდენსატის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავლებმა $ 57.131 მილიონი შეადგინა (შემცირდა 2.6-ჯერ). 2007 წლიდან “შაჰ დენიზის”გაზისა და კონდენსატის გაყიდვიდან მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 3 მილიარდი 738 მილიონი აშშ ...

Read More »

აფბა: ქართველი ნავთობიმპორტიორების ფასები საერთაშორისო ტრენდს აცდენილია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” შეფასებით, საქართველოს საწვავის ბაზარზე არსებული მაღალი ფასები შემაშფოთებელია. აფბას  საგანგაშოდ მიაჩნია, რომ ნავთობიმპორტიორების მიერ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა „გაყინული“ საწვავის ფასები და მასზე, გაურკვეველ მიზეზთა გამო, არ მოქმედებენ რიგი გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები და საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე პოზიტიური ცვლილებები. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აფბა მუდმივად აკვირდება საქართველოს საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და გასულ ...

Read More »

აშშ-ის ადმინისტრაცია OPEC+-ის სახელმწიფოებს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ადმინისტრაცია OPEC+-ის სახელმწიფოებს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის, ჯეიკ სალივანის განცხადებაშია ნათქვამი. „საწვავის უფრო მაღალი ფასები, თუ ის არ კონტროლდება, საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკის მიმდინარე აღდგენას. ნედლი ნავთობის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წლის ბოლოს, პანდემიის დაწყებამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ OPEC+-ი ახლახან დათანხმდა წარმოების გაზრდას, ეს ზრდა სრულად ვერ აანაზღაურებს წინა წარმოების ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,45 მილიონი ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,45 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 438,777 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 1,4  მლნ ბარელით  და შეადგინა  227,469  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 1,77 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  140,511 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,3 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »