მიმდინარე წელს შაჰ დენიზის პროექტიდან აზერბაიჯანის შემოსავლებმა 70 მილიონ დოლარს გადააჭარბა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) 70,978 მილიონი დოლარი გამოიმუშავა “შაჰ დენიზის” საბადოდან გაზისა და კონდენსატის გაყიდვიდან, ნათქვანია SOFAZ–ის კვარტალურ ანგარიში.

“შაჰ დენიზის” პროექტიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა.

კონდენსატის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავლებმა $ 57.131 მილიონი შეადგინა (შემცირდა 2.6-ჯერ).

2007 წლიდან “შაჰ დენიზის”გაზისა და კონდენსატის გაყიდვიდან მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 3 მილიარდი 738 მილიონი აშშ დოლარი.

პროექტის მონაწილეები არიან BP (ოპერატორი – 28.8%), AzSD (10%), SGC Upstream (6.7%), Petronas (15.5%), LUKoil და NIKO (10% თითოეული) და TPAO (19%).

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply