გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,45 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 438,777 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები შემცირდა 1,4 მლნ ბარელით და შეადგინა 227,469 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 1,77 მილიონი ბარელით და შეადგინა 140,511 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 11,3 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.