ოპეკმა უცვლელი დატოვა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი

“ნათობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (ოპეკი) უცვლელი დატოვა 2021 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი. კერძოდ,  მოსალოდნელია მისი ზრდა 6 მილიონი ბარელით/დღეში, ხოლო მომავალ წელს – 3.3 მილიონი ბარელით.

“ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება გაიზრდება დაახლოებით 6 მილიონი ბარელით/დღეში 96,6 მილიონ ბარელამდე/დღეში”, – ნათქვამია კარტელის მოხსენებაში.

ოპეკმა ასევე გააუმჯობესა ნავთობისა და კონდენსატის მოპოვების პროგნოზი ორგანიზაციის გარეთ მყოფ ქვეყნებში 2021 და 2022 წლებში  64 მლნ და 66.94 მლნ ბარელის ოდენობით/დღეში შესაბამისად.

ამავე დროს, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ივლისის თვეში ოპეკის ნავთობის მოპოვება გაიზარდა 640 ათასი ბარელით/დღეში “OPEC +”-ის გარიგების თანახმად შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, მიაღწია 26.66 მილიონ ბარელს/დღეში, ხოლო შეთანხმების დაცვა ივნისის თვესთან შედარებით დაბალი იყო, მაგრამ კარტელმა მაინც გადააჭარბა თავის ვალდებულებების შესრულება 15%-ით.

Leave a Reply