მსოფლიო ნავთობის წარმოება ივლისში 1,7 მილიონი ბარელით გაიზარდა და 96,7 მილიონ ბარელი შეადგინა

ივლისში ნავთობის მსოფლიო წარმოება ივნისთან შედარებით 1,7 მილიონი ბარელით გაიზარდა და მთლიანობაში დაახლოებით 96,7 მილიონ ბარელამდე შეადგინა, ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ანგარიშში.

”ნავთობის გლობალური მიწოდება ივლისში გაიზარდა 1,7 მილიონი ბარელით – 96,7 მილიონ ბარელამდე მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა შეწყვიტა დამატებითი ნებაყოფლობითი შემცირება და დასრულდა ტექნიკური მომსახურების სამუშაოები ჩრდილოეთ ზღვაში” – აღნიშნულია მოხსენებაში.

გლობალური წარმოება მომავალ თვეებში გაიზრდება მას შემდეგ, რაც OPEC+-მა მიაღწია ახალ შეთანხმებას, დარჩენილი შეზღუდვების მოხსნის შესახებ. წელს, ნავთობის 600 000 ბარელით გაზრდის შემდეგ, არა-ალიანსის მწარმოებლების მიწოდება 2022 წელს 1.7 მილიონი ბარელით გაიზრდება, ზრდის დაახლოებით 60%-ს  შეერთებული შტატები უზრუნველყოფს.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply