ერაყი 2027 წლისთვის ნავთობის მოპოვების 8 მლნ ბარელამდე/დღეში გაზრდას გეგმავს

ერაყი აპირებს 2027 წლისათვის ნავთობის მოპოვების გაზრდას 8 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, ქვეყნის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბარის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

”სამინისტრო გეგმავს ნავთობის მოპოვების გაზრდას 8 მილიონ ბარელამდე/დღეში  2027 წლის ბოლომდე,” – განუცხადა მან ერაყის საინფორმაციო სააგენტო INA-ს.

თუმცა, სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ასემ ჯიჰადის თქმით, მოპოვების დონე დამოკიდებული იქნება ბაზრის დინამიკაზე.

”გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც დადგა სანავთობო ბაზარი, მწარმოებელმა ქვეყნებმა გადახედეს თავიანთ გეგმებსა და გათვლებს. მოპოვების გაზრდის დადგენა დაიწყო სანავთობო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებისა და დინამიკის საფუძველზე “, – განმარტა მან და აქვე აღნიშნა, რომ” შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება  ბაზარი “.

Leave a Reply