აშშ-ის ადმინისტრაცია OPEC+-ის სახელმწიფოებს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ადმინისტრაცია OPEC+-ის სახელმწიფოებს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის, ჯეიკ სალივანის განცხადებაშია ნათქვამი.

„საწვავის უფრო მაღალი ფასები, თუ ის არ კონტროლდება, საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკის მიმდინარე აღდგენას. ნედლი ნავთობის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წლის ბოლოს, პანდემიის დაწყებამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ OPEC+-ი ახლახან დათანხმდა წარმოების გაზრდას, ეს ზრდა სრულად ვერ აანაზღაურებს წინა წარმოების შემცირებას, რომელიც OPEC+-მა პანდემიის დროს დააწესა. გლობალური აღდგენის კრიტიკულ მომენტში, ეს უბრალოდ არ არის საკმარისი“, – ნათქვამია განცხადებაში.

OPEC-ში ნავთობის მომპოვებელი 13 ქვეყანა შედის, მათ შორის საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ერაყი, ირანი, ვენესუელა და ა.შ. გაფართოებულ ფორმატში (OPEC+) კიდევ 10 სახელმწიფოა ჩართული, მათ შორის აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი და ა.შ.

Leave a Reply