ნავთობპროდუქტები

საქართველომ აზერბაიჯანიდან დიზელის საწვავის იმპორტი გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ აზერბაიჯანიდან 114.3 ათასი ტონა დიზელის საწვავი შემიოტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 300 ტონით აღემატება. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანმა დიზელზე საქართველოს საჭიროებების 18.1% დააკმაყოფილა. მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში საქართველომ საერთო ჯამში 631,4 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შეიძინა, რაც 23,1 ათასი ტონით  მეტია წინა წელთან შედარებით. საქართველოს საწვავის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  2 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.03 (+ 1.44)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.99 (+ 1.40)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.2 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.2 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 425.395 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა  1.29 მილიონი ბარელით  და შეადგინა  227,214 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1.73 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  136.727 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,3 ...

Read More »

რუსეთი სექტემბერში ნავთობის მოპოვებას 100 ათასი ბარელით გაზრდის

გუშინ გაიმართა “ოპეკი +”-ის წევრი ქვეყნების მინისტრთა შეხვედრის მე-20 სხდომა. მონაწილეებმა განიხილეს ივლისის თვეში მოპოვებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ასევე განიხილეს ნავთობის მოპოვების გაზრდის გეგმები. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსნადრ ნოვაკის თქმით,  შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქტომბერში ნავთობის მოპოვების 400000 ბარელით/დღეში გაზრდასთან დაკავშირებით. ”რუსეთისთვის, ეს ნიშნავს, რომ  სექტემბერსა და ოქტომბერში ჩვენ დამატებით 100 ათასი ბარელით/დღეში ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0.78 აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული report წერს. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 72.21 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 ...

Read More »

Brent ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა, ხოლო Light Sweet-ის – გაიზარდა

“ნავთობპროდუქების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირსპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.94 (- 0.05)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.59 (+ 0.09)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთი ინარჩუნებს მეორე ადგილს შეერთებულ შტატებში ნავთობის ექსპორტის კუთხით

რუსეთი ინარჩუნებს მეორე ადგილს შეერთებულ შტატებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის მოცულობის კუთხით. ივნისში, რუსეთის ფედერაციამ ამერიკას 25,43 მილიონი ბარელი საწვავი მიაწოდა. ექსპორტის უმეტესი ნაწილი ნავთობპროდუქტებზე მოდის, თავად ნავთობის ექსპორტმა კი მხოლოდ 8.47 მილიონი ბარელი შეადგინა. აშშ-ში ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ივნისში, პირველ ადგილს კანადა (137.57 მილიონი ბარელი) იკავებდა, მესამე ადგილს კი – მექსიკა (23.65 მილიონი ბარელი). ნინო სამადაშვილი

Read More »
ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ეროვნული ბანკი: წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების იმპორტი 2.6%-ით გაიზარდა

2021 წლის ივლისში საქონლის იმპორტი წლიურად 17.2 პროცენტით გაიზარდა. რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის ზრდაში მაღალი წვლილით გამოირჩეოდა თურქმენეთი, რაც, ძირითადად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემოტანას უკავშირდება. აზერბაიჯანიდან იმპორტის ზრდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარდა ნახშირბადიანი ფოლადისა და პორტლანდცემენტის, ხოლო უკრაინიდან ნახშირბადიანი ფოლადის ნაგლინისა და სატელეფონო აპარატების გაზრდილმა შესყიდვებმა გამოიწვია. დანარჩენი ქვეყნებიდან, კერძოდ, ბულგარეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, გერმანიიდან მსუბუქი ავტომობილების, ირანიდან პოლიმერებისა და კერამიკული ...

Read More »

ეროვნული ბანკი: ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საწვავის გაძვირებაა

თვის მიმოხილვაში ეროვნული ბანკი ორნიშნა ინფლაციის მიზებს განმარტავს და მთავარ ფაქტორად საწვავის ფასის ზრდას ასახელებს, რომელიც ბოლო 1 წელიწადში 57%-ით გაძვირდა. ბენზინის გაძვირებამ საერთო ინფლაცია 2.1%-ით გაზარდა. კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე 1.7 პროცენტით აისახა. ამის მიზეზი, მეტწილად, კომუნალურ გადასახადების სუბსიდირების დასრულება და ასევე გარკვეული კომუნალური გადასახადის ზრდაა. ინფლაციაში გაძვირებული წყლისა და ბუნებრივი გაზის გადასახადი აისახა, ელექტოენერგიის კი არა. იანვრიდან 1 ...

Read More »

2020 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის სუფთა მოგებამ 5.4 მილიარდი მანეთი შეადგინა

2020 წლის შედეგებით აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის სუფთა მოგებამ  შეადგინა 5 მილიარდი 360.109 მილიონი მანეთი, რაც 24.2%-ით მეტია  2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის 2020 წლის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2020 წელს სახელმწიფო სანავთობო ფონდის ოპერაციულმა შემოსავალმა შეადგინა 5 მილიარდ 327.956 მილიონი მანეთი (ზრდა 19.9%). 2020 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის აქტივები ...

Read More »