გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.2 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 425.395 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 1.29 მილიონი ბარელით და შეადგინა 227,214 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1.73 მილიონი ბარელით და შეადგინა 136.727 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 11,3 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.